როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 თებერვალი
„როგორ ფიქრობთ, მართლა შესაძლებელია ვიცოდეთ, როგორია ღმერთი? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მაქვს“ [წაიკითხე და განიხილე მე-16 გვერდზე მეორე კითხვის პასუხი და ერთ-ერთი მითითებული მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და საფუძველი ჩაუყარე განმეორებით მონახულებას მესამე კითხვის განსახილველად]“.
გამოიღვიძეთ! თებერვალი
«რამდენადაც ბიბლია ძველი წიგნია, ზოგი ფიქრობს, რომ ის მეცნიერულად ზუსტი არ არის. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრს აოცებს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები [წაიკითხე ესაიას 40:22]. სტატია, რომელიც 22-ე გვერდზე იწყება, პასუხს სცემს კითხვას „ეთანხმება ბიბლია მეცნიერებას?“».
საგუშაგო კოშკი 1 მარტი
„იეჰოვას მოწმეები ქადაგებით არიან ცნობილი. გიფიქრიათ ოდესმე, რატომ ვქადაგებთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა წერია ბიბლიაში [წაიკითხე მათეს 24:14]. ამ ჟურნალში პასუხი ეცემა კითხვებს: რა არის სასიხარულო ცნობა? რა არის სამეფო? და რა არის მოახლოებული აღსასრული?“.
გამოიღვიძეთ! მარტი
„ვინაიდან დღეს ბევრი ებრძვის ავადმყოფობას, გვინდა ეს გამამხნევებელი მუხლი წაგიკითხოთ [წაიკითხე ესაიას 33:24]. თქვენი აზრით, როცა ეს წინასწარმეტყველება შესრულდება, შეიცვლება ცხოვრება? [დაელოდე, გიპასუხოს.] სანამ ღმერთი ამ ცვლილებებს მოახდენს, ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შეგვიძლია გარკვეული ზომების მიღება. ამ ჟურნალში ახსნილია, როგორ შეიძლება ამის გაკეთება“.