საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr18 ნოემბერი გვ. 1-3
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2018)
  • ქვესათაურები
  • 5—11 ნოემბერი
  • 12—18 ნოემბერი
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2018)
mwbr18 ნოემბერი გვ. 1-3

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

5—11 ნოემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იოანე 20, 21

„ამათზე მეტად გიყვარვარ?“

იოან. 21:15, 17 — nwtsty დამატებითი მასალა

„იესომ სიმონ-პეტრეს ჰკითხა“: ეს საუბარი პეტრესა და იესოს შორის მას შემდეგ მალევე შედგა, რაც პეტრემ იესო სამჯერ უარყო. იესომ ერთი და იგივე კითხვა სამჯერ დაუსვა პეტრეს, რათა გაეგო, სინამდვილეში რას გრძნობდა მის მიმართ. მესამედ რომ ჰკითხა, „პეტრე დამწუხრდა“ (იოან. 21:17). იოანეს 21:15—17-ში გამოყენებულია ორი ბერძნული ზმნა: აგაპაო და ფილეო, რომლებიც ქართულ ტექსტში გადმოტანილია „სიყვარულად“. იესომ სამჯერ ჰკითხა პეტრეს: „გიყვარვარ?“. პეტრემ სამივეჯერ გულდაჯერებით უთხრა, რომ უყვარდა. თითოეულ ჯერზე იესომ დაანახვა პეტრეს, რომ ამ სიყვარულს უნდა აღეძრა ის, ეძოვებინა და დაემწყემსა ბატკნები ანუ სულიერად გამოეკვება მისი მოწაფეები და ეზრუნა მათზე (იოან. 21:16, 17; 1 პეტ. 5:1—3). იესომ სამჯერ მისცა საშუალება პეტრეს, დაედასტურებინა, რომ უყვარდა იგი, შემდეგ კი ცხვარზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მიანდო. ამგვარად იესომ დაარწმუნა პეტრე, რომ ნამდვილად აპატია.

„ამათზე მეტად გიყვარვარ?“: ბერძნული გრამატიკის მიხედვით, ფრაზა „ამათზე მეტად“ სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას გაგებული. ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: „მე უფრო მეტად გიყვარვარ თუ ეს მოწაფეები?“ ან „ამ მოწაფეებთან შედარებით, უფრო მეტად გიყვარვარ?“. თუმცა იესომ, სავარაუდოდ, ამ სიტყვებში იგულისხმა არა ვიღაცები, არამედ რაღაცები ანუ თევზი და ყველაფერი, რაც თევზჭერასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, ამ მუხლის აზრი შემდეგნაირად შეიძლება გადმოიცეს: „შენს საქმესა და ქონებაზე მეტად გიყვარვარ? და თუ გიყვარვარ, აძოვე ჩემი ბატკნები“. თუ გავითვალისწინებთ, ადრე როგორ მოიქცა პეტრე, მისთვის ასეთი კითხვის დასმა მართებული იყო. მართალია, პეტრე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იესოს მოწაფე გახდა (იოან. 1:35—42), მაგრამ მას მაშინვე არ მიუტოვებია თავისი საქმე, რათა იესოს გვერდით ყოფილიყო; ის დაუბრუნდა თევზაობას. რამდენიმე თვის შემდეგ იესომ მოუწოდა პეტრეს, თავი დაენებებინა ამ კარგად აწყობილი საქმისთვის, რომელიც დიდ დროს მოითხოვდა, და „ადამიანთა მებადური“ გამხდარიყო (მათ. 4:18—20; ლუკ. 5:1—11). მოგვიანებით, იესოს სიკვდილიდან მალევე, პეტრემ მოწაფეებს უთხრა, რომ სათევზაოდ მიდიოდა; მას სხვა მოწაფეებიც შეუერთდნენ (იოან. 21:2, 3). როგორც ჩანს, იესომ მათ წინ დაყრილი თევზი გამოიყენა თვალსაჩინოებისთვის, რათა დაენახვებინა პეტრესთვის, რომ მტკიცე გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო — მას ან თევზჭერის საქმე უნდა დაეყენებინა პირველ ადგილზე, ან იესოს ბატკნების ანუ მისი მიმდევრების სულიერად გამოკვება (იოან. 21:4—8).

„მესამედ“: პეტრემ უფალი სამჯერ უარყო. იესომ მას შესაძლებლობა მისცა, სამჯერ დაერწმუნებინა თავის სიყვარულში, რის შემდეგაც იესომ უთხრა მას, საქმით დაემტკიცებინა ეს და ყველაფერზე წინ წმინდა მსახურება დაეყენებინა. სხვა პასუხისმგებელ ძმებთან ერთად პეტრე გამოკვებავდა, გააძლიერებდა და დამწყემსავდა ერთგული მიმდევრებისგან შემდგარ ქრისტეს სამწყსოს. მართალია, ისინი ცხებულები იყვნენ, მაგრამ მაინც სჭირდებოდათ სულიერი საზრდო (ლუკ. 22:32).

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

იოან. 20:17 — nwtsty დამატებითი მასალა

„გამიშვი ხელი“: ბერძნული ზმნა აპტომე ნიშნავს „შეხებას“, „ჩაბღაუჭებას“ ან „ჩაჭიდებას“. ზოგ თარგმანში იესოს სიტყვები გადმოტანილია, როგორც „არ შემეხო“ ან „ნუ შემეხები“. მაგრამ იესოს მარიამ მაგდალელისთვის არ აუკრძალავს, შეხებოდა მას. ამაზე მოწმობს ის, რომ, როცა მკვდრეთით აღმდგარ იესოს სხვა ქალები „ფეხებზე მოეხვივნენ“, მას არ დაუშლია მათთვის ამის კეთება (მათ. 28:9). როგორც ჩანს, მარიამ მაგდალელს ეშინოდა, ვაითუ იესო ზეცად ამაღლებულიყო. ვინაიდან მას ძლიერ სურდა, უფალთან ყოფილიყო, მაგრად ჩასჭიდა ხელი და არ უშვებდა. იესომ უთხრა მარიამს, რომ ხელი გაეშვა მისთვის, მოწაფეებთან წასულიყო და მისი აღდგომის შესახებ ეხარებინა, რითაც დაარწმუნა იგი, რომ ჯერ არ მიდიოდა მამასთან.

იოან. 20:28 — nwtsty დამატებითი მასალა

„ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“: ზოგი სწავლულის აზრით, იესოსთვის ნათქვამი სიტყვები თომას გაოცებისგან აღმოხდა, სინამდვილეში კი ამ სიტყვებით ღმერთს, იესოს მამას მიმართა. ზოგი ამბობს, რომ ბერძნული ტექსტიდან გამომდინარე, ეს სიტყვები იესოს მისამართით იყო წარმოთქმული. ასეც რომ იყოს, სიტყვები „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო“ მთელი წმინდა წერილის შუქში უნდა განვიხილოთ. კონტექსტიდან ჩანს, რომ ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მოწაფეებს შეუთვალა: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“. აქედან გამომდინარე, არა გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ თომა იესოს ყოვლისშემძლე ღმერთად მიიჩნევდა (იხ. იოან. 20:17 — nwtsty დამატებითი მასალა). თომას მოსმენილი ექნებოდა, როგორ მოიხსენიებდა იესო ლოცვაში მამას „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად“ (იოან. 17:1—3). ასე რომ, თომა შესაძლოა შემდეგი მიზეზების გამო მოიხსენიებდა იესოს თავის ღმერთად: ის მას ღმერთად მიიჩნევდა, ოღონდ არა ყოვლისშემძლე ღმერთად (იხ. იოან. 1:1 — nwtsty დამატებითი მასალაa); ან შესაძლოა იესოს იმ გაგებით უწოდა ღმერთი, რა გაგებითაც ძველად ღვთის მსახურები უწოდებდნენ იეჰოვასგან წარგზავნილ ანგელოზებს, რის შესახებაც ებრაული წერილებიდან ვიგებთ. თომა გაცნობილი იყო ბიბლიურ მონაკვეთებს, სადაც თავად დამწერი ან ის ადამიანი, რომლის შესახებაც იგი წერდა, ანგელოზებს იეჰოვა ღმერთთან აიგივებდა (შდრ. დაბ. 16:7—11, 13; 18:1—5, 22—33; 32:24—30; მსაჯ. 6:11—15; 13:20—22). თომამ შესაძლოა სწორედ ამ გაგებით მოიხსენია იესო თავის ღმერთად და ამგვარად იგი ჭეშმარიტი ღვთის წარმომადგენლად აღიარა.

ზოგის აზრით, სიტყვებთან „უფალი“ და „ღმერთი“ გამოყენებული განსაზღვრული არტიკლი იმაზე მოწმობს, რომ ამ სიტყვებში ყოვლისშემძლე ღმერთი იგულისხმება. თუმცა ამ კონტექსტში განსაზღვრული არტიკლი შესაძლოა უბრალოდ ბერძნული გრამატიკის თავისებურების გამო არის გამოყენებული: წოდებითი ბრუნვის გამოსახატავად სახელობით ბრუნვაში მდგომ არსებით სახელს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი. სხვა მუხლები, სადაც მსგავს გრამატიკულ წყობას ვხვდებით, არის ლუკას 12:32 („მცირე სამწყსოვ“), კოლოსელების 3:18—4:1 („ცოლებო“, „ქმრებო“, „ბავშვებო“, „მონებო“ და „ბატონებო“) და 1 პეტრეს 3:7 („ქმრებო“). ამგვარად, განსაზღვრული არტიკლის გამოყენება მაინცდამაინც არ განსაზღვრავს იმას, თუ რა ჰქონდა თომას მხედველობაში ამ სიტყვების წარმოთქმისას.

12—18 ნოემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 1—3

წმინდა სულის გადმოსვლა ქრისტიანულ კრებაზე

w86 12/1 29 ¶4, 5, 7

შესაწირავის გაღებას სიხარული მოაქვს

ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებისთანავე დაახლოებით 3 000 ახალმონათლული მოწაფე ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდა, ერთად ჭამდა და ლოცულობდა. ამის წყალობით „ისინი მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“ და ამგვარად ახალშეძენილ რწმენას განიმტკიცებდნენ (საქმეები 2:41, 42).

იუდეველები თუ პროზელიტები მხოლოდ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს აპირებდნენ იერუსალიმში დარჩენას. მაგრამ მათ, ვინც გაქრისტიანდა, უფრო დიდხანს დარჩენა მოისურვეს, რათა მეტი გაეგოთ ახალშეძენილი რწმენის შესახებ და განემტკიცებინათ ის. შედეგად, გაჩნდა იმის საჭიროება, რომ ეზრუნათ ასეთების დაბინავებასა და კვებაზე. ზოგ მათგანს არ ჰქონდა საკმარისი თანხა, ზოგს კი იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე სჭირდებოდა. ამიტომ მათთვის, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდა, რაღაც პერიოდის მანძილზე აგროვებდნენ თანხას და საჭიროებისამებრ უნაწილებდნენ (საქმეები 2:43—47).

ქონების გაყიდვა და სხვებისთვის საკვებისა თუ საჭირო ნივთების გაზიარება ნებაყოფლობით ხდებოდა. არავინ არ იყო ვალდებული, რამე გაეყიდა ან შეეწირა. არც იმისკენ უბიძგებდნენ ქრისტიანებს, რომ სიღარიბეში ეცხოვრათ. როგორც ამ ბიბლიური მონაკვეთიდან ჩანს, კრების შეძლებულმა წევრებმა ყველაფერი კი არ გაყიდეს და გაღარიბდნენ, არამედ თანამორწმუნეების მიმართ თანაგრძნობით აღძრულებმა თავიანთი ქონების ნაწილი გაყიდეს და თანხა სამეფოს ინტერესებისთვის გაიღეს (შდრ. 2 კორინთელების 8:12—15).

[სქოლიო]

a „სიტყვა იყო ღმერთი“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „სიტყვა იყო ღვთაებრივი [ან ღვთის მსგავსი]“. ამ სიტყვებით იოანე აღწერს „სიტყვის“ ანუ იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას (ბერძნ. ო ლოგოს). მას, როგორც ღვთის პირმშოს, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა შექმნა ყველაფერი, აღმატებული მდგომარეობა უკავია, რაც საფუძველს იძლევა, მას „ღმერთი“, „ღვთაებრივი“ ან „ღვთის მსგავსი“ ეწოდოს. ბევრ მთარგმნელს მიაჩნია, რომ ეს ფრაზა ისე უნდა იყოს გადმოტანილი, რომ „სიტყვა“ ყოვლისშემძლე ღმერთთან იყოს გაიგივებული. თუმცა არაერთი მიზეზი გვაქვს, დავასკვნათ, რომ იოანეს „სიტყვაში“ ყოვლისშემძლე ღმერთი არ უგულისხმია. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სიტყვებიდან, რომლებიც წინ უძღვის ამ ფრაზას და რომლებიც მოსდევს მას, აშკარად ჩანს, რომ „სიტყვა“ იყო ღმერთ-თან. საგულისხმოა ისიც, რომ პირველ და მეორე მუხლებში ბერძნული სიტყვა თეოს სამჯერ გვხვდება. აქედან პირველ და მესამე შემთხვევაში მას წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არა აქვს არტიკლი, რაც ბევრი სწავლულის აზრით, საყურადღებოა. როცა თეოსს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, ყოვლისშემძლე ღმერთი იგულისხმება. მეორე მხრივ, ამ ფრაზის გრამატიკული კონსტრუქცია, კერძოდ, ის, რომ თეოს უარტიკლოდ არის გამოყენებული, მას თვისებრივ მნიშვნელობას სძენს და მიუთითებს „სიტყვის“ თვისებრივ მხარეზე. შესაბამისად, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებულ ბიბლიის არაერთ თარგმანში ეს ფრაზა გადმოსცემს აზრს, რომ „სიტყვა“ იყო „ღვთაებრივი“ ან „ღვთის მსგავსი“. იგივე მიდგომაა გამოყენებული კოპტური ენის ორ დიალექტზე (საჰიდური და ბოჰაირული) შესრულებულ იოანეს სახარების უძველეს თარგმანებში, რომლებიც სავარაუდოდ, ახ. წ. მესამე და მეოთხე საუკუნითაა დათარიღებული. ორივე ადგილას, სადაც თეოს გვხვდება იოანეს 1:1-ში, ეს სიტყვა სხვადასხვანაირადაა გადმოტანილი. ასეთი თარგმანები „სიტყვის“ თვისებრივ მხარეს ანუ მის ღვთაებრივ ბუნებას უსვამს ხაზს და არა იმას, რომ „სიტყვა“ იგივე მამა, ყოვლისშემძლე ღმერთია. ამ მუხლთან თანხმობაშია კოლოსელების 2:9, სადაც ნათქვამია, რომ ქრისტეშია „დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“. 2 პეტრეს 1:4-ის თანახმად, ქრისტეს თანამემკვიდრეებიც „ღვთის ბუნების მოზიარენი“ გახდებიან. მეტიც, სეპტუაგინტაში ღვთის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვები ’ელ და ʼელოჰიმ, რომელთა ძირითადი მნიშვნელობაა „ძლიერი“, გადმოტანილია, როგორც თეოს. ეს ებრაული სიტყვები გამოიყენება ყოვლისშემძლე ღმერთთან, სხვა ღვთაებებთან და ადამიანებთან მიმართებით. „სიტყვის“ „ღმერთად“ ან „ძლიერად“ მოხსენიება შეესაბამება ესაიას 9:6-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას, რომლის თანახმადაც, მესიას „ძლიერი ღმერთი“ (და არა „ყოვლისშემძლე ღმერთი“) ეწოდებოდა და, რომ ის „მარადიული მამა“ იქნებოდა მათთვის, ვინც მისი ქვეშევრდომი გახდებოდა. ამას მისივე მამის „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას“ მოშურნეობა გააკეთებდა (ეს. 9:7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება