წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
25 თებერვალი — 3 მარტი
ღვთის სიტყვის საუნჯე | რომაელები 9—11
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „მოშურნე, მოშურნეობა“ ¶14
უადგილო მოშურნეობა. ადამიანი შეიძლება გულწრფელად ავლენდეს რაღაცაში მოშურნეობას, მაგრამ ეს უადგილო იყოს და ღვთის უკმაყოფილებას იწვევდეს. ასე იყო პირველ საუკუნეში მცხოვრები ბევრი იუდეველის შემთხვევაში. ისინი ცდილობდნენ, მოსეს კანონი დაეცვათ და ამგვარად მართლებად ჩათვლილიყვნენ. თუმცა პავლემ აღნიშნა, რომ მათი მოშურნეობა უადგილო იყო, რადგან არ ჰქონდათ საფუძვლიანი ცოდნა. ამიტომ ვერ გახდნენ ღვთის თვალში მართლები. იმისათვის, რომ მართლებად ჩათვლილიყვნენ და „კანონის წყევლისგან“ გათავისუფლებულიყვნენ, მათ უნდა დაენახათ საკუთარი შეცდომები და ქრისტეს მეშვეობით ღმერთს დაბრუნებოდნენ (რომ. 10:1—10). ერთ დროს ტარსოსელი სავლეც იმდენად დიდ მოშურნეობას ავლენდა იუდაიზმის მიმართ, რომ ღვთის კრებას სასტიკად დევნიდა და არბევდა. იგი იმდენად ზედმიწევნით იცავდა კანონს, რომ, შეიძლება ითქვას, კანონის მიხედვით უმწიკვლო იყო (გალ. 1:13, 14; ფილ. 3:6). მიუხედავად ამისა, მისი მოშურნეობა უადგილო იყო. მაგრამ მას წრფელი გული ჰქონდა და ამიტომაც შეიწყალა ის იეჰოვამ ქრისტეს მეშვეობით, რათა სწორად ეცა მისთვის თაყვანი (1 ტიმ. 1:12, 13).