წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
1—7 ივნისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 44, 45
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „ტანსაცმლის შემოხევა“
ასე გამოხატავდნენ მწუხარებას ებრაელები თუ სხვა აღმოსავლელი ხალხი, როცა ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის სიკვდილის შესახებ იგებდნენ. ჩვეულებრივ, სამოსს მკერდთან შემოიხევდნენ ხოლმე. ასე რომ, ამაში მაინცდამაინც ტანსაცმლის მთლიანად შემოხევა არ იგულისხმებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტანსაცმელი გამოუსადეგარი გახდებოდა.
ბიბლიაში პირველად რეუბენზე, იაკობის პირმშოზეა ნათქვამი, რომ ტანსაცმელი შემოიხია, როცა ჭაში ჩაგდებული იოსები ადგილზე არ დახვდა. მან თქვა: „ბავშვი აღარ არის! რა ვქნა, სად წავიდე?!“. მას, როგორც პირმშოს, უმცროსი ძმის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა. როცა იაკობს იოსების ამბავი მიუტანეს, მანაც შემოიხია მოსასხამი და ჯვალო შემოიხვია, რადგან ეგონა, რომ იოსები აღარ იყო ცოცხალი (დბ. 37:29, 30, 34). ეგვიპტეში იოსების ნახევარძმებმაც მწუხარების ნიშნად მოსასხამები შემოიხიეს, როცა ბენიამინი ქურდობაში დაადანაშაულეს (დბ. 44:13).
8—14 ივნისი
ღვთის სიტყვის საუნჯე | დაბადება 46, 47
საკვებით მომარაგება მოუსავლიანი წლებისთვის
w87 5/1 15 ¶2
იოსებმა შიმშილობის დროს ხალხი გადაარჩინა
2 ბარაქიანი შვიდი წელიწადი დასრულდა და, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, არა მხოლოდ ეგვიპტეს, „მთელ დედამიწას მოედო შიმშილობა“. როცა დაუძლურებულმა ეგვიპტელებმა ფარაონს პური სთხოვეს, მან უთხრა: „იოსებთან წადით და გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“. ხალხი ჯერ ფულით ყიდულობდა იოსებისგან მარცვლეულს, ხოლო როცა ფული გამოელიათ, პურს საქონლის სანაცვლოდ ყიდულობდნენ. ბოლოს უთხრეს იოსებს: „გვიყიდე პურის სანაცვლოდ ჩვენც და ჩვენი მიწაც და დავემონებით ფარაონს ჩვენი მიწიანად“. ასე იყიდა იოსებმა ფარაონისთვის ეგვიპტელთა მთელი მიწა (დაბადება 41:53—57; 47:13—20).
გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები
საქ. 7:14 — nwtsty დამატებითი მასალა
„სამოცდათხუთმეტი სული“: შესაძლოა სტეფანე ებრაული წერილებიდან კონკრეტულ მუხლს არ ციტირებდა, როცა თქვა, რომ ეგვიპტეში იაკობის ოჯახიდან 75 სული ჩავიდა. ეს რიცხვი არ გვხვდება ებრაული წერილების მასორეტულ ტექსტში. დაბადების 46:26-ში ვკითხულობთ: „ყველა სული, რომლებიც იაკობს ეგვიპტეში ჰყავდა, მისი საზარდულიდან გამოვიდა იაკობის ვაჟების ცოლების გარდა. სულ იყო სამოცდაექვსი სული“. 27-ე მუხლი კი შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, სულ სამოცდაათი სული იყო“. ამ მუხლებში იაკობის ოჯახის წევრების რაოდენობა განსხვავებული იმიტომაა, რომ პირველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მხოლოდ იაკობის შვილები არიან ნაგულისხმები, მეორე შემთხვევაში კი — ოჯახის ყველა ის წევრი, ვინც ეგვიპტეში ჩავიდა. გამოსვლის 1:5-სა და კანონის 10:22-ში წერია, რომ ეგვიპტეში იაკობის შთამომავალთაგან 70 სული ჩავიდა. თუმცა სტეფანეს სულ სხვა რიცხვს მოიხსენიებს, რომელშიც, სავარაუდოდ, იაკობის შვილების გარდა მისი სახლეულობის სხვა წევრებიც შედიან. ზოგის აზრით, ამ რიცხვში შედიან იოსების ვაჟების, მენაშესა და ეფრემის შვილები და შვილიშვილები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან სეპტუაგინტაში, დაბადების 46:20-ში. ზოგი კი ვარაუდობს, რომ ამ რიცხვში იაკობის ვაჟების ცოლებიც იგულისხმებიან, რომლებიც დაბადების 46:26-ში მოხსენიებულ რიცხვში არ შედიან. ასე რომ, რიცხვი „სამოცდათხუთმეტი“, როგორც ჩანს, იაკობის ოჯახის წევრების სრულ რაოდენობაზე მიუთითებს. თუმცა ამ რიცხვს შეიძლება საფუძვლად ედოს ებრაული წერილების ხელნაწერები, რომლებიც ახ. წ. პირველ საუკუნეში ფართოდ გამოიყენებოდა. წლების მანძილზე სწავლულებმა ბერძნული სეპტუაგინტიდან იცოდნენ, რომ დაბადების 46:27-სა და გამოსვლის 1:5-ში იაკობის სახლეულობასთან მიმართებით რიცხვი „სამოცდათხუთმეტი“ იყო გამოყენებული. გარდა ამისა, მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს ორი ებრაული ხელნაწერის ფრაგმენტი, სადაც გამოსვლის 1:5-ში რიცხვი „სამოცდათხუთმეტია“ ნახსენები. შესაძლოა სტეფანე სწორედ ასეთ უძველეს ხელნაწერს ეყრდნობოდა. როგორც უნდა იყოს, სტეფანეს მიერ მოხსენიებული რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ ის იაკობის ოჯახის წევრებს განსხვავებული მეთოდით ითვლიდა.