ᲒᲝᲓᲔᲑᲐ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ 1 იერუსალიმი ქვრივსაა შედარებული. ის მიტოვებულია და მარტოდმარტო ზის (1). სიონის მძიმე ცოდვები (8, 9). სიონი ღმერთმა უარყო (12—15). სიონს არა ჰყავს ნუგეშისმცემელი (17). 2 იეჰოვა იერუსალიმს ურისხდება. არ შეიბრალა იგი (2). იეჰოვა გადაემტერა მას (5). სიონის დატირება (11—13). გამვლელები დასცინიან ერთ დროს უმშვენიერეს ქალაქს (15). მტრები ხარობენ სიონის დაცემის გამო (17). 3 იერემია საუბრობს საკუთარ განცდებსა და იმედზე. „დავიცდი“ (21). ღვთის წყალობა ყოველ დილით ახლდება (22, 23). კარგია ღმერთი მის მოიმედეთათვის (25). „კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს“ (27). ღმერთი ღრუბლებით ხერგავს თავისთან მისასვლელს (43, 44). 4 ალყაშემორტყმულ იერუსალიმში მძიმე ვითარებაა. საკვების უკმარისობა (4, 5, 9). ქალები თავიანთ შვილებს ხარშავენ (10). „იეჰოვამ გადმოანთხია თავისი რისხვა“ (11). 5 ხალხი იერუსალიმის აღდგენაზე ლოცულობს. „გაიხსენე, რა დაგვემართა“ (1). „ვაი ჩვენს თავს, შევცოდეთ!“ (16). „იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან“ (21). „ყველაფერი ისე იყოს, როგორც უწინ“ (21).