საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g96 ოქტომბერი გვ. 4-7
  • ოქტ.—დეკ. კედელი, რომელიც აბრკოლებს კომუნიკაციას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტ.—დეკ. კედელი, რომელიც აბრკოლებს კომუნიკაციას
  • გამოიღვიძეთ! — 1996
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გავლენას ახდენს კულტურა იმაზე, თუ რანი ვართ ჩვენ
  • ‘ჩვენი საუკეთესოა!’
  • საკუთარი თვალსაზრისის გამდიდრება
  • ოქტ.—დეკ. კედლების დანგრევა ხიდების ასაშენებლად
    გამოიღვიძეთ! — 1996
  • ადგილობრივი ჩვეულებები და ქრისტიანული პრინციპები შეთავსებადია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • როგორ მოვიქცე, როცა ყველგან უცხოდ ვგრძნობ თავს?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • როგორ მოვიქცე, როცა ყველგან უცხოდ ვგრძნობ თავს?
    გამოიღვიძეთ! — 2007
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1996
g96 ოქტომბერი გვ. 4-7

კედელი, რომელიც აბრკოლებს კომუნიკაციას

რობერტი, საგუშაგო კოშკის საზოგადოების მისიონერი, ცხოვრობს სიერა-ლეონეში (დასავლეთი აფრიკა). ერთ დღეს, ჩამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გზაზე მიდიოდა, შეამჩნია, რომ ადგილობრივი ბავშვები მონოტონურად იმეორებდნენ: „თეთრი ადამიანი! თეთრი ადამიანი!“ რობერტმა, რომელიც შავკანიანი ამერიკელია, ირგვლივ მიმოიხედა, აინტერესებდა, ენახა თეთრი ადამიანი, მაგრამ ახლომახლო არავინ იყო. შემდეგ მიხვდა, რომ ბავშვები მისი მისამართით იძახოდნენ!

მათ სიტყვებში არ იყო სიძულვილი. ბავშვებს თავიანთი სიტყვებით სურდათ გამოეხატათ, რომ რობერტი მათ კულტურას არ ეკუთვნოდა და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. როცა რობერტს თეთრი ადამიანი უწოდეს, მათი აზრით, ძალიან კარგად გამოხატეს ეს სხვაობა.

როგორ გავლენას ახდენს კულტურა იმაზე, თუ რანი ვართ ჩვენ

კულტურა, საყოველთაოდ, მიჩნეულია, როგორც „ურთიერთგაზიარებული აზრების. . . ადათ-წესების, რწმენისა და ცოდნის ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია ცხოვრებისთვის“. ჩვენ ძალიან ბევრს პირდაპირ ვსწავლობთ კულტურის ფასეულობებიდან, მაგრამ შეუცნობლადაც ბევრს ვითვისებთ. ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს: „[ბავშვის] დაბადების წუთიდან კულტურა, რომელშიც ბავშვი დაიბადა, აყალიბებს მის შთაბეჭდილებებსა და ყოფაქცევას. როცა იწყებს საუბარს, თავისი კულტურის პატარა პირმშო ხდება, დროთა განმავლობაში იზრდება და ეძლევა უნარი, მონაწილეობა მიიღოს კულტურის სხვადასხვა სფეროებში, თანდათან კულტურის ადათ-წესები მისი საკუთარი ადათ-წესები ხდება, კულტურის რწმენაც — საკუთარი, ის, რაც კულტურისთვის დაუშვებელია, მისთვისაც დაუშვებელი ხდება“.

მრავალ შემთხვევაში კულტურა ცხოვრებას გვიიოლებს. ბავშვობის დროს სწრაფად ვითვისებთ, როგორ ვასიამოვნოთ მშობლებს. ვიცით რა არის საზოგადოებისთვის მისაღები და რა — არა, რით ვიხელმძღვანელოთ გადაწყვეტილების მიღების დროს, როგორ მოვიქცეთ, რა ჩავიცვათ და როგორი ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან.

რასაკვირველია, რასაც პირადად ჩვენ, როგორც პიროვნებები, წარმოვადგენთ, არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ კულტურაში დავიბადეთ. ყოველ მათგანში სხვადასხვანაირი ადამიანია. ჩვენი პიროვნება აგრეთვე დამოკიდებულია გენებზე, ცხოვრების გამოცდილებასა და მრავალ ფაქტორზე. მაგრამ კულტურა მაინც ის ლინზებია, რომლის საშუალებითაც ვხედავთ მსოფლიოს.

მაგალითად, კულტურა მხოლოდ იმ ენაზე კი არ ახდენს გავლენას, რომელზეც საუბრობ, არამედ იმაზეც, თუ როგორ საუბრობ. შუა აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონებში ადამიანები აფასებენ იმის უნარს, რომ მრავალი სიტყვით დახელოვნებულად გამოხატო საკუთარი აზრები, მრავალჯერ გაიმეორო ერთი და იგივე და გამოიყენო მეტაფორები. ამისგან განსხვავებით, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში, ზოგან, ცდილობენ, სიტყვიერი კომუნიკაცია მინიმუმი იყოს. იაპონურ ანდაზასაც გასდევს ეს აზრი: „შენი ენით საკუთარი თავისთვის მოგაქვს უბედურება“.

კულტურა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვაფასებთ დროს. შვეიცარიაში, თუ ათი წუთით გადააცილებ დანიშნულ დროს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია. სხვა ქვეყნებში, თუ დააგვიანებ ერთი ან ორი საათით, არავინ მოელის შენგან მობოდიშებას.

ჩვენი კულტურა აგრეთვე გვივითარებს გემოვნებებს. აბა დაფიქრდი, როგორ იგრძნობდი თავს, თუ ვინმე გეტყოდა: „იცი, წონაში იმატებ. ნამდვილად სუქდები!“ თუ შენ აფრიკულ კულტურაში გაიზარდე, სადაც მისუქნეს აფასებენ, ალბათ, ამ სიტყვებით თავს ბედნიერად იგრძნობდი. მაგრამ, თუ დასავლეთის კულტურაში გაიზარდე, სადაც ტანადობას ძალიან აფასებენ, გულახდილად ნათქვამი ასეთი სიტყვები ცუდ ხასიათზე დაგაყენებდა.

‘ჩვენი საუკეთესოა!’

სხვადასხვა კულტურის ადამიანებს შორის კომუნიკაციას ხშირად უშლის ხელს ყველგან არსებული ტენდენცია, როცა იჩემებენ, რომ საკუთარი კულტურა უკეთესია. მრავალი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ჩვენი რწმენა, გემოვნება, ტრადიცია, ჩაცმულობა და სილამაზესთან დაკავშირებული შეხედულება სხვა ალტერნატივასთან შედარებით არის სწორი, მიზანშეწონილი და უკეთესი. ჩვენში აგრეთვე არის ტენდენცია, გავაკრიტიკოთ სხვა კულტურები იმისდა მიხედვით, რაც ჩვენს ხალხში ფასობს. ასეთ აზროვნებას ეწოდება ეთნოცენტრიზმი. „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ეთნოცენტრიზმი. . . შეიძლება ითქვას, რომ თითქმის საყოველთაოა. მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის ადამიანები საკუთარი ცხოვრების ფორმას უფრო უპირატესად მიიჩნევენ, ვიდრე ბევრი საერთოს მქონე მეზობელი კულტურის ხალხისას“.

ორასი წლის წინ ინგლისის მაღალი ფენის წარმომადგენელი უხეში სიტყვებით ამბობდა: „[როგორც] ვხედავ, უცხოელები ბრიყვები არიან“. იმ წიგნის გამომცემელმა, სადაც ეს სიტყვებია მოყვანილი, ციტატების შესახებ დაწერა: „[ეს] უნდა ჩაითვალოს ოდესმე წარმოთქმულ სიტყვათა შორის საყოველთაო სანტიმენტალობასთან ძალიან ახლოს მდგომად“.

სხვა კულტურის წარმომადგენელთა მიმართ უარყოფითი მოპყრობის მაგალითები უამრავია. ხშირად, ნაციზმის ლიდერს, ჰერმან გერინგს მიეწერება 1930-იან წლებში მოღვაწე გერმანელი ნოველისტის სიტყვები: «როდესაც მესმის სიტყვა: „კულტურა“, ხელი რევოლვერისკენ გამირბის».

მტკიცე, ეთნოცენტრულმა თვალსაზრისმა შეიძლება, დისკრიმინაცია გამოიწვიოს, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება სიძულვილსა და კონფლიქტს შეუწყოს ხელი. რიჩარდ გოულდსტოუნი წარმოადგენს „საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში“, რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში მომხდარ სამხედრო დანაშაულობათა გამოძიების პროკურორს. ორივე კონფლიქტში ბარბაროსული მოქმედებების შესახებ მან თქვა: „მსგავსი რამე შეიძლება, ნებისმიერ ადგილზე მოხდეს. ამ შემთხვევაში არის ორი სხვადასხვა ქვეყანა, განსხვავებული კულტურისა და ისტორიის მქონე, მაგრამ მაინც ერთნაირი სისასტიკის, რაც მოყვასმა მოყვასის წინააღმდეგ ჩაიდინა. ასეთი მხეცური ეთნიკური თუ რელიგიური ბრძოლა მხოლოდ დისკრიმინაციაა, რომელიც ძალადობის ფაზაში გადაიზარდა. მტარვალები თავიანთ მსხვერპლთა ჯგუფს ისე აღწერდნენ, თითქოს ადამიანური არაფერი ჰქონდათ და დემონით შეპყრობილებს წარმოადგენდნენ. ეს აზრი ადამიანთა გონებაშია გამჯდარი და ჩვეულებრივ ადამიანებს ათავისუფლებს მორალური თავშეკავებულობისგან, რაც ბუნებრივია შეაჩერებდა მათ საშინელების ჩადენისგან“.

საკუთარი თვალსაზრისის გამდიდრება

საერთოდ, ადამიანი, რომელსაც ვირჩევთ მეგობრად, ძალიან გვგავს თავად ჩვენ, იზიარებს ჩვენს თვალსაზრისს და იწონებს იმას, რასაც ჩვენ ვაფასებთ. ჩვენ ვენდობით და ვუგებთ მათ. თავს თავისუფლად ვგრძნობთ მათთან. თუ რომელიმე პიროვნების მოქმედებას უცნაურად და არაჩვეულებრივად მივიჩნევთ, ჩვენი მეგობრებიც, ალბათ, დაგვეთანხმებიან, რადგან იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს.

მაგრამ რას შეგვიძლია, მივაღწიოთ მათთან ურთიერთობით, რომლებიც განსხვავდებიან ჩვენგან და სხვა კულტურის წარმომადგენლები არიან? ერთი მხრივ, კარგი კომუნიკაცია დაგვეხმარება, გავიგოთ იმის მიზეზი, თუ რატომ ფიქრობენ და მოქმედებენ განსხვავებულად. კუნლე, დასავლეთ აფრიკელი, ამბობს: „აფრიკაში ბევრ ბავშვს მკაცრად უშლიან ჭამის დროს საუბარს. ზოგ ევროპულ ქვეყანაში კი მისაღებია და მოსაწონიც ჭამის დროს საუბარი. მაგრამ რა მოხდება, თუ ევროპელი და აფრიკელი ერთად მოხვდებიან ჭამის დროს? ევროპელი დაინტერესდებოდა, თუ რატომ არის აფრიკელი ბაიყუშივით ჩუმად ჭამის დროს. ამავე დროს, აფრიკელი გაოცდებოდა, თუ რატომ აჭიკჭიკდა ევროპელი და რატომ არ ჩუმდება!“ ნათელია, ასეთ შემთხვევებში ურთიერთგაგებას, ყოველი კულტურის წარმომადგენლის მხრიდან, ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია, რომ ადგილი არ ჰქონდეს სოციალურ ათვალწუნებას.

როდესაც ვეცნობით სხვა კულტურის წარმომადგენელს, მხოლოდ სხვებზე წარმოდგენას კი არ ვიუმჯობესებთ, არამედ საკუთარიც უკეთესად გვესმის. ერთ-ერთი ანთროპოლოგი წერდა: „უკანასკნელი, რასაც ოკეანის ბინადარი აღმოაჩენს, იქნება წყალი. ის მის არსებობას მიხვდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ რაღაც შემთხვევისას ზედაპირზე აღმოჩნდებოდა და წყლის ნაცვლად ჰაერზე მოუწევდა ყოფნა. . . იმის შესაძლებლობა, რომ დაინახო საკუთარი კულტურის საზოგადოება, როგორც ერთი მთლიანობა. . . მოითხოვს ობიექტურობას, რაც ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ მიიღწევა“. მაგრამ მაინც, სხვა კულტურის გაცნობის დროს ვემსგავსებით ზღვის ქმნილებას, რომელიც ჰაერზე აღმოჩნდა; ჩვენ ვნახულობთ იმ კულტურის „წყალს“, სადაც ვცხოვრობთ. მწერალი ტომას აბერკრომბი ამას ლამაზად ამბობდა: „პიროვნება, რომელსაც სხვა კულტურა არ იზიდავს, ახშობს საკუთარს“.

მოკლედ რომ ვთქვათ, სხვა კულტურის დაფასება ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას, ზრდის შეხედულებებს ისე, რომ უკეთესად გვესმის, როგორც საკუთარი თავის აგრეთვე სხვებისაც. კულტურის მემკვიდრეობა და ეთნოცენტრული ფიქრი კომუნიკაციის დამაბრკოლებელ კედელს წარმოადგენენ, ეს კი ასე არ უნდა იყოს. ამ კედლების დანგრევა შესაძლებელია.

[ჩანართი 6 გვერდზე]

„მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის ადამიანები საკუთარი ცხოვრების სახეს უფრო უპირატესად მიიჩნევენ, ვიდრე ბევრი საერთოს მქონე მეზობელი კულტურის ხალხისას“. „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“

[სურათი 7 გვერდზე]

ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ სხვა კულტურის კარგი მხარეებით სიხარული.

[საავტორო უფლება 6 გვერდზე]

Globe: Mountain High Maps® Copyright © 1995 Digital Wisdom, Inc.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება