კედლების დანგრევა ხიდების ასაშენებლად
ჩვენ არ აგვირჩევია ოჯახი ან ერი, რომელშიც დავიბადეთ, არც ის გადაგვიწყვეტია, რომელი კულტურა ჩამოაყალიბებდა ჩვენს აზროვნებას. ყოველივე ამაზე ჩვენ არ გაგვიწევია კონტროლი. ყველა ვექვემდებარებით დროსა და ვითარებას. მაგრამ მაინც შეგვიძლია, გავაკონტროლოთ სხვების მიმართ საკუთარი თვალსაზრისი და მოქმედებები.
ბიბლია აღწერს, თუ როგორ შეგვიძლია ეს. განვიხილოთ რამდენიმე დამხმარე პრინციპი კომუნიკაციის ხიდების ასაშენებლად მათთან, რომლებიც ჩვენგან განსხვავებული წარმოშობის არიან.
ღმერთმა, რომელიც არის „შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა. . . ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:24, 26). თითოეული ჩვენგანი არის ადამიანის ერთი და იმავე ოჯახის წევრი და ამიტომ ბევრი საერთო გვაქვს. კომუნიკაცია იოლი ხდება, თუ ვეძებთ ურთიერთშორის საერთოს. ყველას სურს კარგი მეგობარი და ესაჭიროება, გრძნობდეს, რომ უყვართ და პატივს სცემენ. ყველა ცდილობს, მოერიდოს ფიზიკურ თუ ემოციურ ტკივილს. ყველა კულტურის ადამიანს უყვარს მუსიკა და ხელოვნება, ყვება იუმორებს, ფიქრობს, რომ თავაზიანი იყოს სხვებთან და ეძებს გზებს, რომ ბედნიერი იყოს.
„არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი“ (ფილიპელთა 2:3). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე მეტად ყველაფერში სხვები უნდა შევრაცხოთ. პირიქით, უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრების ზოგიერთ სფეროში, სხვები არიან ჩვენზე მეტი. არასოდეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ პირადად ჩვენ ან ჩვენს კულტურას მონოპოლია გვაქვს ყოველივე კარგში.
‘მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველას მიმართ‘ (გალატელთა 6:10). კულტურული წარმოშობის მიუხედავად, ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია უფსკრულის გადალახვისთვის კომუნიკაციის დასამყარებლად საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, სხვებისთვის მეგობრობისა და დამხმარების გაწევას.
„ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“ (იაკობი 1:19). კომუნიკაციის კარგი მსურველები მხოლოდ საუბარს არ უნდა დასჯერდნენ; გამგები მსმენელებიც უნდა იყვნენ.
„კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს“ (იგავნი 20:5). იყავი ყურადღებიანი, რომ განასხვავო გრძნობები და პრობლემები, რომლებიც პიროვნების გარეგნული მოქმედებებით იფარება. უფრო უკეთესად გაეცანი ადამიანებს.
„თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4). იყავი გამგები, რომ პრობლემას სხვა პიროვნების მხრიდან შეხედო. ნუ იქნები ეგოისტი.
კულტურათა სხვაობა იეჰოვას მოწმეთა შორის
ზემოთქმული პრინციპები ეფექტურად რომ მოქმედებს, ნათლად ჩანს შესანიშნავი ერთიანობით, რაც დედამიწის 232 ქვეყანაში აქტიურად მოღვაწე იეჰოვას მოწმეთა შორის მეფობს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ და გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, რომ ყველა საკითხში იეჰოვას მოსიყვარულე ხელმძღვანელობას მიენდონ (გამოცხადება 7:9; 1 კორინთელთა 10:31–33).
იეჰოვას არც ერთი მოწმე სხვა კულტურას არასოდეს უყურებს ზემოდან. ისინი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები ხდებიან, არ უარყოფენ იმ კულტურას, რომელშიც აღიზარდნენ, თუ კულტურა არ ეწინააღმდეგება ბიბლიის პრინციპებს. ასეთ შემთხვევებში ისინი ცვლილებებს ახდენენ თავიანთ ცხოვრებაში. ხვდებიან, რომ ყოველ კულტურაში არის საქებარი მხარეები და უფრო მეტად ვითარდება იმ ხალხში, რომელიც ხდება ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი.
ისინი ცდილობენ, ჩვენს პლანეტას ისე შეხედონ, როგორც ღმერთი ხედავს — მოკაშკაშეს, ცისფერსა და მშვენიერს — სივრცეში მბრუნავს. ეს არის პლანეტა ადამიანთა და კულტურათა ნაირფეროვნებით. იეჰოვას მოწმეები ელიან იმ დროს, როდესაც დედამიწაზე ყველა გაიხარებს ჭეშმარიტად გაერთიანებულ ოჯახში ცხოვრებით.
[სურათი 8 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეებმა ისწავლეს, თუ როგორ გადალახონ კულტურასთან დაკავშირებული ბარიერები.