საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 51 გვ. 263-გვ. 264 აბზ. 4
  • დრო; დროის განაწილება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დრო; დროის განაწილება
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • შესაფერისი დასკვნა და დროის განაწილება
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
  • კრებისთვის მოხსენებების მომზადება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • სკოლაში გამოსვლისთვის მომზადება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 51 გვ. 263-გვ. 264 აბზ. 4

გაკვეთილი 51

დრო; დროის განაწილება

რა უნდა გააკეთო?

გამოსვლა დროულად დაამთავრე; მოხსენების ნაწილებს შორის დრო სწორად გაანაწილე.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

თითოეული მთავარი აზრის განხილვას საკმარისი დრო უნდა დაეთმოს. მნიშვნელოვანია, რომ კრების შეხვედრა დროზე დამთავრდეს.

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწავლების ხარისხს ენიჭება, ყურადღება გამოსვლისთვის გამოყოფილი დროის დაცვასაც უნდა მიექცეს. კრების შეხვედრები დანიშნულ დროს უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. ამის მისაღწევად კი პროგრამაში მონაწილეებისგან ერთმანეთთან თანამშრომლობა მოითხოვება.

ბიბლიურ დროში ადამიანის თვალსაზრისი ცხოვრებაზე მკვეთრად განსხვავდებოდა მრავალ ქვეყანაში დღეს არსებული თვალსაზრისისგან. მაშინ დროის განსასაზღვრავად საკმარისი იყო ისეთი მიახლოებითი გამოთქმები, როგორიცაა „მესამე საათისთვის“ ან „მეათე საათი იქნებოდა“ (მათ. 20:3—6; იოან. 1:39). ძალიან იშვიათად თუ ხდებოდა, რომ ვინმეს ყოველდღიური საქმეების გასაკეთებლად ზუსტი დრო დაეწესებინა. მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში დროის მიმართ დღესაც ასეთივე დამოკიდებულება არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ, ტრადიციებიდან თუ პირადი შეხედულებიდან გამომდინარე, ბევრი შეიძლება ნაკლებ ყურადღებას აქცევდეს დროის დაცვას, ჩვენთვის მაინც სასარგებლო იქნება, თუ დროს სათანადო ყურადღებას მივაქცევთ. როდესაც პროგრამაში რამდენიმე გამომსვლელი მონაწილეობს, საჭიროა, თითოეულმა ზუსტად დაიცვას მისთვის გამოყოფილი დრო. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია პრინციპი „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:40).

როგორ უნდა ჩაეტიო დროში. ამაში ყველაზე მეტად კარგი მომზადება დაგეხმარება. ჩვეულებრივ, გამომსვლელები, რომლებიც დროში ვერ ეტევიან, კარგად არ არიან მომზადებული. ისინი შეიძლება ზედმეტად არიან საკუთარ თავში დაჯერებული ან დავალებას ბოლო წუთში ამზადებენ. დროში ზუსტად რომ ჩაეტიო, აუცილებელია, გქონდეს კარგად მომზადების სურვილი და აფასებდე მიღებულ დავალებას.

დავუშვათ, მასალის ხმამაღლა წაკითხვა გაქვს დავალებული. უპირველესად, გაიმეორე მე-4—7 გაკვეთილები, სადაც გამართულ მეტყველებაზე, პაუზებზე, აზრობრივი მახვილის დასმასა და მნიშვნელოვანი აზრების ხაზგასმაზეა საუბარი. შემდეგ ეს რჩევები დავალების ხმამაღლა წაკითხვისას გაითვალისწინე. ყურადღება მიაქციე დროს. უფრო სწრაფად წაკითხვა ხომ არ არის საჭირო, გამოყოფილ დროში რომ ჩაეტიო? ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია შედარებით სწრაფად წაიკითხე, მაგრამ მთავარი აზრების გამოსაკვეთად პაუზები გააკეთე და ტემპი შეანელე. კარგად ივარჯიშე. როდესაც მეტყველებას გაიუმჯობესებ, დროის განაწილება აღარ გაგიჭირდება.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსვლისას გეგმით ხელმძღვანელობ? მოხსენების დროზე დასამთავრებლად აუცილებელი არ არის ვრცელი გეგმის შედგენა. ეცადე, გეგმა მზა ტექსტს არ დაამსგავსო. 25-ე გაკვეთილზე მუშაობისას გაიგებდი, როგორ შეიძლება ამის კარგად გაკეთება. ყოველთვის გახსოვდეს შემდეგი ხუთი პუნქტი: 1) კარგად შეარჩიე მასალა, მაგრამ ეცადე, ძალიან ბევრი არ გამოგივიდეს. 2) კარგად დაიმახსოვრე მთავარი აზრები, არ დაიზეპირო მთლიანი წინადადებები. 3) გეგმაში ჩაინიშნე, რამდენ დროს დაუთმობ მოხსენების თითოეულ ნაწილს ან მოხსენების დაწყებიდან რამდენ ხანში გადახვალ ამა თუ იმ მთავარ აზრზე. 4) მომზადებისას მოიფიქრე, რომელი დეტალები შეიძლება გამოტოვო, თუ დროში ვერ ჩაეტევი. 5) კარგად ივარჯიშე.

მნიშვნელოვანია რეპეტიცია. ამ დროს ეცადე, დაიცვა მოხსენების თითოეული ნაწილისთვის გამოყოფილი დრო. ივარჯიშე მანამ, სანამ მთელ მოხსენებას დანიშნულ დროში არ ჩასტევ. ნუ ეცდები საკმაოდ ბევრი ინფორმაციის გადაცემას. ცოტა დრო მარაგში გქონდეს, რადგან აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას შეიძლება უფრო მეტი დრო დაგჭირდეს, ვიდრე რეპეტიციის დროს.

დროის სათანადოდ განაწილება. დროზე დამთავრება მოხსენების ნაწილებს შორის დროის სწორად განაწილებაზეც არის დამოკიდებული. ყველაზე მეტი დრო მოხსენების ძირითად ნაწილს უნდა დაეთმოს. სწორედ ამ ნაწილშია მთავარი აზრები და თემის არსი. შესავალს სათანადო დრო უნდა დაეთმოს, რათა მიაღწიო 38-ე გაკვეთილში მოცემულ სამ მიზანს. ძირითადი ნაწილი იმდენად გრძელი არ უნდა იყოს, რომ დრო აღარ დაგრჩეს ეფექტური დასკვნისთვის, რომელზეც 39-ე გაკვეთილშია ლაპარაკი.

თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებ, რომ გამოყოფილ დროში ჩაეტიო, შენი გამოსვლები უკეთესი გახდება. ამასთანავე, ცხადყოფ, რომ პატივს სცემ როგორც სხვა გამომსვლელებს, ისე მთელ კრებას.

რა არის საჭირო?

  • გამოსვლამდე წინასწარ, კარგად მოემზადე.

  • მოხსენების თითოეულ ნაწილს სათანადო დრო გამოუყავი, შემდეგ კი დაიცავი ის.

  • ივარჯიშე მოცემული დავალების წარმოთქმაში.

სავარჯიშო: მიზნად დაისახე კრების შეხვედრებზე 15—20 წუთით ადრე მისვლა. გამოყავი საკმარისი დრო, რომ მთელმა ოჯახმა მოასწროთ მომზადება. გაითვალისწინე, რამდენი ხანი დაგჭირდებათ სამეფო დარბაზამდე მისასვლელად. იფიქრე, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ხელს გიშლით სამეფო დარბაზში დროზე მისვლაში. ეცადე, შენი გეგმა რამდენჯერმე განახორციელო. საჭიროების შემთხვევაში, რაღაც შეცვალე გეგმაში. დაახლოებით ასეთივე პრინციპებით იმოქმედე გამოსვლების დროსაც.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება