საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/04 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
  • მსგავსი მასალა
  • დრო; დროის განაწილება
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • შესაფერისი დასკვნა და დროის განაწილება
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • როგორ მოვემზადოთ სამსახურებრივი შეხვედრისთვის?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • მითითებები მათთვის, ვინც სამსახურებრივ შეხვედრაზე დავალებით გამოდის
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
km 1/04 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ რა დაგვეხმარება, რომ დროულად დავამთავროთ კრების შეხვედრები?

დრო სწრაფად გარბის, როდესაც რაღაცა კარგს ვუზიარებთ მეგობრებს. ამიტომ, შეიძლება რთული იყოს კრებაზე სიტყვით გამოსვლისას გამოყოფილ დროში ჩატევა. რა დაგვეხმარება?

დროულად დაიწყეთ. შეხვედრებზე, რომლებსაც მთლიანი კრება ესწრება, შეიძლება სასარგებლო იყოს, პროგრამის დაწყებამდე 1-2 წუთით ადრე მსმენელებს სთხოვოთ, დაიკავონ ადგილები, რათა შეხვედრა დანიშნულ დროს ორგანიზებულად დაიწყოს (ეკლ. 3:1). პატარა ჯგუფებისგან შემდგარი შეხვედრების, მაგალითად სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების, დაწყება არ უნდა გაჭიანურდეს მათ გამო, ვინც აგვიანებს.

კარგად მოემზადეთ. დროში ჩატევის ერთ-ერთი საშუალება წინასწარ გულმოდგინედ მომზადებაა. კარგად გაიაზრე დავალების მიზანი. გამოყავი მთავარი აზრები და მათზე გაამახვილე ყურადღება. უმნიშვნელო საკითხებით ნუ გაერთობი. ილაპარაკე მარტივად. თუ გამოსვლაში ჩართულია ინსცენირებები ან ინტერვიუები, გააკეთეთ რეპეტიციები. რამდენადაც შესაძლებელია, შეამოწმე შენი გამოსვლის დრო, როდესაც ხმამაღლა ვარჯიშობ.

მასალა რამდენიმე ნაწილად დაყავით. თუ შენი დავალება მოხსენებაა ან აუდიტორიასთან განხილვა, უკეთესი იქნება მასალის ნაწილებად დაყოფა. თითოეულ ნაწილს განსაზღვრული დრო გამოუყავი და შენს ჩანაწერებში აღნიშნე. შემდეგ კი გამოსვლისას ამის მიხედვით აკონტროლე დრო. აუდიტორიასთან განხილვისას მოერიდე ბევრ კომენტარს შესავალ ნაწილში, რომ შემდეგ ჩქარა არ მოგიწიოს მნიშვნელოვან აზრებზე მსჯელობა, რომლებიც მოგვიანებით იქნება. „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელმა საკმარისი დრო უნდა მოიტოვოს გასამეორებელი კითხვებისთვის. ასევე ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ გამოიყენონ სიმღერისა და ლოცვისათვის გათვალისწინებული დრო.

დროულად დაამთავრეთ გამოსვლა. თუ შეხვედრა შედგება რამდენიმე ნაწილისგან (მაგალითად, სამსახურებრივი შეხვედრა), თითოეულ მომხსენებელს მხედველობაში უნდა ჰქონდეს თავისი მოხსენების დაწყებისა და დასრულების დრო. რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ შეხვედრა შეიძლება გადასცდეს დანიშნულ დროს? შემდეგ გამომსვლელ(ებ)ს შეუძლიათ დროის ანაზღაურება. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ მხოლოდ მნიშვნელოვან აზრებზე და ამოაგდებენ ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებს. ამის გაკეთების უნარი დახელოვნებული მასწავლებლის ერთ-​ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

როგორც მსმენელებს, ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ გამომსვლელ ძმას, თუკი მოკლე და კონკრეტულ პასუხებს გავცემთ. მაშასადამე, თითოეულს შეგვიძლია წვლილის შეტანა იმაში, რომ კრებაში ყველაფერი „შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:40).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება