საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „აქციბი“
  • აქციბი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აქციბი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ქოზება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აქო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ადულამი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აბდონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „აქციბი“

აქციბი

[სიცრუის ადგილი]

ბიბლიაში ამ სახელით მოხსენიებულია ორი ქალაქი.

1. ქალაქი აღთქმული მიწის სამხრეთ ნაწილში, იუდას ტომის ტერიტორიაზე (იეს. 15:44); მიიჩნევენ, რომ აქციბი იგივე ქეზიბია (დბ. 38:5, სსგ), სადაც იუდას ვაჟი შელა დაიბადა. იესო ნავეს ძის 15:33-დან ვიგებთ, რომ ეს ქალაქი შეფელას მთაგორიან მხარეში მდებარეობდა. ვარაუდობენ, რომ იგი დღევანდელი თელ-ელ-ბაიდაა (ხორვათ-ლავნინი), რომელიც ადულამის დას.-სამხრ.-დას-ით 5 კმ-ში მდებარეობს. ამ მხარეში მდებარეობდა აგრეთვე ლაქიში, მორეშეთ-გათი და მარეშა (მქ. 1:13—15-ში ეს ქალაქები მოხსენიებულია აქციბთან ერთად). ამასთან, მიიჩნევენ, რომ 1 მატიანის 4:22-ში მოხსენიებული ქოზება იგივე აქციბია.

2. ქალაქი ფინიკიის სანაპიროზე, აშერის ტომის ტერიტორიაზე (იეს. 19:29); აშერს არასდროს დაუმარცხებია არც აქციბი და არც სამხრეთით მდებარე ქალაქი აქო (აკრა), რომელიც მნიშვნელობით უპირატესობდა აქციბზე. შესაძლოა, ამაში მათ ფინიკიელთა საზღვაო ფლოტი უშლიდა ხელს (მსჯ. 1:31, 32). ასურეთის მეფე სინახერიბმა ეს ქალაქი მეფე ხიზკიას მმართველობის დროს დაიპყრო და თავის ანალებში აკზიბის სახელით მოიხსენია. ბერძენთა და რომაელთა ბატონობის დროს მას ეკდიპას უწოდებდნენ. მიიჩნევენ, რომ ეს ქალაქი დღევანდელი ეზ-ზიბია (თელ-აქზივი), რომელიც აქოდან ჩრდილოეთით დაახლოებით 14 კმ-ში მდებარეობს უადი-კარნის (ნაჰალ-ქეზივი) შესართავთან.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება