ელიეჰო-ენაი
[იეჰოვასკენ მაქვს თვალები მიპყრობილი].
1. დავითის მიერ კარიბჭის მცველად დანიშნული კორახელი; ლევისტომელი მეშელემიას მეშვიდე ვაჟი (1მტ. 26:1—3).
2. ზერახიას ვაჟი; ზერახია ეზრასთან ერთად დაბრუნდა იერუსალიმში ბაბილონის ტყვეობიდან. მას თან ახლდა 200 მამაკაცი ფახათ-მოაბის საგვარეულოდან (ეზრ. 8:1, 4).