ᲮᲐᲪᲔᲠᲝᲗᲘ
(ეზოები; დასახლებები).
ბოლო ადგილი, სადაც ისრაელი იყო დაბანაკებული ფარანის უდაბნოში შესვლამდე (რც. 11:35; 12:16; 33:17, 18; კნ. 1:1). ხაცეროთში ღმერთმა კეთრი შეჰყარა მირიამს მას შემდეგ, რაც მან და აარონმა ეჭვქვეშ დააყენეს მოსეს ძალაუფლება და უსაყვედურეს მას ქუშელი ცოლის მოყვანის გამო (რც. 11:35; 12:1—16). მკვლევრების უმრავლესობა ბიბლიურ ხაცეროთს აიგივებს ოაზის „აინ-ხადრასთან“, რომელიც იმ ადგილიდან, რომელსაც ტრადიციულად სინაის მთის ადგილსამყოფლად მიიჩნევენ, ჩრდ.-აღმ.-ით დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს.