საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ხორები“
  • ხორები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხორები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • სინაი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რეფიდიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ელია და ელისე წინასწარმეტყველები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოსე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ხორები“

ᲮᲝᲠᲔᲑᲘ

(მშრალი, უდაბური). „ჭეშმარიტი ღვთის მთა“, რომელიც, როგორც ჩანს, იგივე სინაის მთაა (1მფ. 19:8; გმ. 33:6). თუმცა ხორებში, ძირითადად, იგულისხმება სინაის მთის გარშემო არსებული მთიანი რეგიონი, რომელიც სინას უდაბნოს სახელითაცაა ცნობილი (კნ. 1:6, 19; 4:10, 15; 5:2; 9:8; 18:16; 29:1; 1მფ. 8:9; 2მტ. 5:10; ფს. 106:19; მლ. 4:4; შდრ. გმ. 3:1, 2; სქ. 7:30; იხ. ᲡᲘᲜᲐᲘ №1 და №2).

ხორებში იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა მოსეს ცეცხლმოდებული ეკლიანი ბუჩქის ალში და ისრაელის ეგვიპტიდან გამოყვანა დაავალა (გმ. 3:1—15). მოგვიანებით, რეფიდიმში, გათავისუფლებული ისრაელები მოჰყვნენ ჩივილს იმის გამო, რომ არ ჰქონდათ სასმელი წყალი. მაშინ, იეჰოვას მითითებისამებრ, მოსე ისრაელის რამდენიმე უხუცესის თანხლებით მივიდა კლდესთან ხორებში (როგორც ჩანს, იგულისხმება ხორების მთიანი მხარე) და კლდეს ჯოხი დაჰკრა. წყალი სასწაულებრივად გადმოსკდა კლდიდან (გმ. 17:1—6; შდრ. ფს. 105:41). საუკუნეების შემდეგ წინასწარმეტყველმა ელიამ ბეერ-შებას გავლით მიაშურა ხორებს, რათა გაქცეოდა შურისძიების გრძნობით აღვსილ დედოფალ იზებელს (1მფ. 19:2—8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება