საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მასა“
  • მასა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მასა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მერიბა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ვისკენ გაქვთ მზერა მიპყრობილი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • კლდე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რეფიდიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მასა“

ᲛᲐᲡᲐ

(შემოწმება, გამოცდა).

რეფიდიმთან ახლოს მდებარე ადგილის ერთ-ერთი სახელწოდება. ამ ადგილას ღმერთმა ისრაელებს სასწაულებრივად გადმოუდინა წყალი. იეჰოვას მითითებისამებრ მოსე და ისრაელის რამდენიმე უხუცესი კლდესთან მივიდნენ ხორებში. აქ მოსემ დაჰკრა კლდეს და კლდიდან გადმოსკდა წყალი, რომელმაც უდაბნოში მდინარესავით დაიწყო დინება. მოსემ ამ ადგილს უწოდა მასა (რაც ნიშნავს შემოწმებას, გამოცდას), რადგან ისრაელები სცდიდნენ იეჰოვას თავიანთი ურწმუნოებითა და დრტვინვით; და რადგან ისინი აქ დავობდნენ კიდეც, ამ ადგილს „მერიბაც“ (რაც ნიშნავს დავას) უწოდა (გმ. 17:1—7; ფს. 105:41).

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ გააფრთხილა ისრაელი, რომ არ გამოეცადათ იეჰოვა ისე, როგორც გამოსცადეს ის მასაში (კნ. 6:16; იხ. აგრეთვე კნ. 9:22). მოგვიანებით ისრაელის კურთხევისას მან კვლავ გაამახვილა ყურადღება ამ მოვლენაზე და აღნიშნა, რომ მაშინ გამოიცადა ლევი (კნ. 33:8). ლევიში შესაძლოა იგულისხმებოდნენ ტომის თავკაცები, ანუ მოსე და აარონი.

მოგვიანებით ფსალმუნმომღერალმა მოუწოდა ისრაელებს, რომ არ გაჯიუტებულიყვნენ იმ თაობის მსგავსად, რომელიც უდაბნოში დახეტიალობდა. ფსალმუნმომღერალმა მოიხსენია მერიბა და მასა, რაშიც, როგორც ჩანს, იგულისხმა რეფიდიმთან მომხდარი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა ურწმუნოება გამოავლინა და დრტვინვა დაიწყო. ისინი ასე მთელი 40-წლიანი პერიოდის განმავლობაში იქცეოდნენ (ფს. 95:8—11). როგორც ჩანს, სწორედ ეს აზრია გამოხატული ებრაელების მე-3 თავში, სადაც მოყვანილია ფსალმუნმომღერლის სიტყვები (ბერძნული სეპტუაგინტიდან): „ნუ გაჯიუტდებით როგორც უდაბნოში, როცა გამომცადეთ [მასა] და განმარისხეთ [მერიბა]; იქ გამომცადა თქვენმა მამა-პაპამ, თუმცა 40 წელი ხედავდნენ ჩემს საქმეებს“ (ებ. 3:8, 9). როგორც ფსალმუნის 95:8-ში, ისე ებრაელების 3:8-ში შეიძლება ის შემთხვევაც იგულისხმებოდეს, როდესაც მოგვიანებით ისრაელმა მერიბაში, კადეშთან დაიწყო დრტვინვა წყლის გამო (რც. 20:1—13).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება