ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება სიცოცხლემდე მიმყვანია
1 „ესაა საუკუნო სიცოცხლე, — უთხრა იესომ ლოცვაში მამას, — რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოან. 17:3). რაოდენ დიდებული ჯილდოა ეს! ჩვენი პუბლიკაციის, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“, გამოყენებით დავეხმარებით სხვებს, ისწავლონ, თუ რა უნდა გააკეთონ, რათა იცხოვრონ მარადიულად. რა შეგვიძლია ვუთხრათ, რომ დავაინტერესოთ და „შემეცნების“ წაკითხვის სურვილი აღვუძრათ?
2 შეგიძლია, გამოიყენო შეთავაზება, რომელიც ბიბლიას ახასიათებს, როგორც პრაქტიკული რჩევის წყაროს და თქვა:
◼ „ჩვენს მეზობლებთან ვსაუბრობთ, თუ სად შეიძლება პრაქტიკული რჩევის წყაროს პოვნა, რათა გავუმკლავდეთ ცხოვრების პრობლემებს. წარსულში მრავალი ადამიანი პირველად ბიბლიას მიმართავდა რჩევისთვის. მაგრამ ახლა ადამიანთა პოზიცია შეიცვალა; მრავალი სკეპტიკურად არის განწყობილი ბიბლიისადმი და ის მიაჩნიათ უბრალო ადამიანების მიერ დაწერილ წიგნად. თქვენ რას ფიქრობთ? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). საუკეთესო საფუძველი არსებობს, თუ რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია ჩვენი დროისთვისაც პრაქტიკულია. (წაუკითხე 2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლიური პრინციპები ახლაც ისევე გამოიყენება, როგორც მაშინ, როცა ღვთის შთაგონებით იწერებოდა ბიბლია“. გადაშალე „შემეცნება“ მე-16 გვერდზე და მოკლედ მოიხსენიე პრაქტიკული რჩევა, რომელიც მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა იესომ. წაუკითხე მე-11, ან მე-13 აბზაცში მოცემული ციტატა. შესთავაზე წიგნი და შეუთანხმდი, კვლავ შეხვდეთ, რათა უპასუხო კითხვაზე — როგორ მივიღებთ პირად სარგებლობას ბიბლიური შემეცნებიდან?
3 რადგან ლოცვის შესახებ საუბარი მრავალს აინტერესებს, ალბათ, მოისურვებ განიხილო ის შემდეგი შეკითხვის დახმარებით:
◼ «ფიქრობთ თუ არა, რომ ლოცვა ნამდვილად დაგვეხმარება დღევანდელ ცხოვრებაში არსებული ყველა რთული პრობლემის დროს? (დაელოდე პასუხს). მრავალი ფიქრობს, რომ ლოცვით უახლოვდება ღმერთს და ამით შინაგან ძალას ღებულობს; ამას ბიბლიაც გვპირდება. (გადაშალე წიგნი „შემეცნება“ 156-ე გვერდზე და წაიკითხე ფილიპელთა 4:6, 7). მიუხედავად ამისა, პიროვნება შეიძლება ფიქრობს, რომ ლოცვები ზოგჯერ უპასუხოდ რჩება. ეს თავი განიხილავს, თუ „როგორ შეგიძლია ღმერთთან მიახლოება“ (შესთავაზე წიგნი და მოიხსენიე მსოფლიო საქმისთვის შესაწირავის ღონისძიება). ეს თავი აგრეთვე ხსნის, როგორ შეგვიძლია, მოვუსმინოთ ღმერთს, რადგან მასთან კომუნიკაცია არ არის ცალმხრივი. ამას განვიხილავთ შემდეგი შეხვედრისას».
4 გსურს, პირდაპირ შესთავაზო შესწავლის დაწყება? აქ მოცემული შეთავაზება წარმატებული იქნება:
◼ „ჩვენ ვთავაზობთ სახლში ბიბლიის უფასოდ შესწავლას. გქონიათ თუ არა ოდესმე ბიბლიის შესწავლის კურსი? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). ნება მიბოძეთ, გაჩვენოთ წიგნი, რომელსაც შესწავლისთვის დამხმარე საშუალებად ვიყენებთ“. აჩვენე წიგნი „შემეცნება“, გადაუშალე მე-3 გვერდზე, რომ მობინადრემ ნახოს შინაარსი და ჰკითხე: „გსმენიათ თუ არა ოდესმე, რას ლაპარაკობს ბიბლია ამ საკითხების შესახებ?“ გადაშალე იმ თავზე, რომლითაც უფრო დაინტერესდება და წაუკითხე ქვესათაურები. აუხსენი, რომ გსურს მოკლედ აჩვენო, როგორ განვიხილავთ ამ ინფორმაციას შესწავლის დროს. მიუხედავად იმისა, დაიწყებთ თუ არა შესწავლას, მაინც დაუტოვე წიგნი, თუ პიროვნება გპირდება, რომ წაიკითხავს.
5 დღეს ადამიანთა უმრავლესობა ეხმაურება ჭეშმარიტი ღვთის ზუსტ შემეცნებას (ეს. 2:2–4). ჩვენი უპირატესობაა, რაც შეიძლება მრავალს დავეხმაროთ, ისწავლონ იეჰოვას შესახებ და დაიმკვიდრონ სიცოცხლე (1 ტიმ. 2:4).