შეკითხვების ყუთი
◼ ახლა, როცა გვაქვს წიგნი „შემეცნება“, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ბიბლიის საშინაო შესწავლა?
„ჩვენს სამეფო მსახურებაში“, რომელიც 1993 წლის სექტემბერში იყო გამოქვეყნებული, მითითებულია, რომ ახალ დაინტერესებულთან ბიბლიის საშინაო შესწავლა უნდა გაგრძელდეს, სანამ არ შეისწავლის ორ წიგნს. რადგანაც გვაქვს წიგნი „შემეცნება“, მიზანშეწონილია, შევეგუოთ პროცესს, როგორც 1996 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკის“ მე-8—მე-10 გვერდებზე იყო მოცემული.
წიგნი „შემეცნება“ გამოიცა მათ დასახმარებლად, ვინც „საუკუნო სიცოცხლისათვის იყო სწორად განწყობილი“, რომ ისწავლონ, რის ცოდნა ესაჭიროებათ, რათა თავი მიუძღვნან იეჰოვას და მოინათლონ (საქ. 13:48 აქ). ამიტომ, ამ ახალი პუბლიკაციის დამთავრების შემდეგ არ არის საჭირო მეორე წიგნის შესწავლა იმავე პიროვნებასთან. რადგან ბიბლიის შემსწავლელებმა, რომლებსაც ასწავლი, მიიღეს ჭეშმარიტება, შეგიძლია მოუწოდო, თანდათან გაიუმჯობესონ ცოდნა როგორც იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრებით, ასევე ბიბლიის კითხვითა და სხვადასხვა ქრისტიანული პუბლიკაციების კითხვით.
დამხმარე იქნება, თუ საფუძვლიანად და კარგად ხარ გაცნობილი „ბიბლიის სწავლების საწყისებში“ მოცემულ კითხვებს. თუმცა არ უნდა მიუთითო ამ კითხვებზე ან განიხილო ისინი ბიბლიის შემსწავლელთან, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ ყურადღებას გაამახვილებდი „შემეცნებაში“ მოცემულ საკითხებზე, რაც დაეხმარება შემსწავლელს, რომ ბიბლიის ძირითადი ჭეშმარიტების ზუსტი გაგება გამოავლინოს, როცა უხუცესები მონათვლის კანდიდატებთან განიხილავენ კითხვებს.
არ არის საჭირო დამატებითი ინფორმაცია წიგნთან „შემეცნება“, რაც იწვევს მასალიდან გადახვევას ან დამატებითი მტკიცებების მოყვანას, ბიბლიის სწავლებების მხარდასაჭერად ან ცრუ მოძღვრების უარსაყოფად. ეს მხოლოდ ახანგრძლივებს შესწავლის დროს. პირიქით, იმედია, რომ წიგნის შესწავლა დასრულდება გაცილებით სწრაფად, დაახლოებით 6 თვეში. ეს ყურადღებას ამახვილებს მასალის წინასწარ, საფუძვლიანი შესწავლის აუცილებლობაზე, რათა შეგვეძლოს მისი ნათლად და მოკლედ წარდგენა. აგრეთვე მოსწავლესაც უნდა მოუწოდო, წინასწარ შეისწავლოს, მონახოს ციტირებული მუხლები და სცადოს ნათლად გარჩევა, რას ასწავლის წიგნი ყოველ თავში.
„საგუშაგო კოშკი“ ყურადღებას ამახვილებს, რომ საჭიროა, იეჰოვას მოწმეებმა მოკლე დროში ჩაატარონ დიდი რაოდენობით ეფექტური ბიბლიური შესწავლები (იხილე ესაია 60:22). წიგნის „შემეცნების“ ეფექტურად გამოყენება დაეხმარება ახლებს, შეიძინონ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება და იმის თანახმად იმოქმედონ (იოან. 17:3).