შეკითხვების ყუთი
◼ რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ბიბლიის ოფიციალური შესწავლა ადამიანთან წიგნით, „შემეცნებით“?
დღეს იეჰოვა აკურთხებს თავის ორგანიზაციას. ამის მტკიცებას ყოველ წელს ვხედავთ, როცა ათასობით ახალი პიროვნება დგება ჭეშმარიტების მხარეზე. ამ საქმის შესასრულებლად წიგნი „შემეცნება“ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა. 1996 წლის 1-ლი თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ ამბობდა, რომ ეს წიგნი გათვალისწინებულია ბიბლიის შემსწავლელის დასახმარებლად, რათა გარკვეული სისწრაფით აკეთოს სულიერი პროგრესი, შეიძლება ისე, რომ სულ რამდენიმე თვეში მოსანათლად იყოს მზად.
ამ მიზეზით „საგუშაგო კოშკის“ იმავე გამოცემაში, მე-13 გვერდზე, იყო რჩევა: «მას შემდეგ, რაც პიროვნებამ დაამთავრა ბიბლიის შესწავლა „შემეცნების“ დახმარებით და მოინათლა, აუცილებელი აღარ არის, რომ მასთან კვლავ ჩატარდეს შესწავლა სხვა წიგნით“.
რა შეიძლება ითქვას პიროვნებაზე, რომელიც „შემეცნების“ შესწავლის შემდეგ არ ინათლება? 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურება“ მე-6 გვერდის 23-ე აბზაცში შეგვახსენებდა იმ აზრს, რომელიც „საგუშაგო კოშკში“ იყო, რომ „შემეცნების“ გავლის შემდეგ იმავე შემსწავლელთან აღარ უნდა გავიაროთ სხვა წიგნები. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ აღარ ვართ დაინტერესებული, დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს? არა. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა ჭეშმარიტების ძირითადი საკითხები შეიმეცნონ. მაგრამ ეფექტურ მასწავლებელს მოეთხოვება დაეხმაროს ჩვეულებრივ შემსწავლელს, შედარებით მოკლე დროში აითვისოს საკმაო ცოდნა, რათა შეგნებულად მიიღოს გადაწყვეტილება, ემსახუროს იეჰოვას. შეიძლება ისიც მოხდეს, რომ პირადი მდგომარეობის მიხედვით, ბიბლიის ზოგიერთი შემსწავლელი მოისურვებს კვირაში რამდენჯერმე შესწავლას.
დასაშვებია, რომ ზოგ შემსწავლელს, სხვებთან შედარებით, უფრო ნელი წინსვლა ექნება. მაგრამ თუ „შემეცნების“ გავლის შემდეგ, რამაც, შესაძლოა, ჩვეულებრივზე დიდი დრო წაიღო, პიროვნება არ აპირებს კრებასთან ურთიერთობას, მაუწყებელმა სიტუაცია კრების სამსახურებრივი კომიტეტიდან რომელიმე უხუცესთან უნდა განიხილოს. თუ საპატიო ან უჩვეულო მდგომარეობას აქვს ადგილი, შეიძლება დამატებითი დახმარების შეთავაზება. ეს ეთანხმება 1996 წლის 1-ლი თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ მე-17 გვერდის მე-11 და მე-12 აბზაცებში ჩადებულ პრინციპს.
იმის ცოდნამ, რომ ჭეშმარიტების ძირითად საკითხებს სწავლობს, შემსწავლელი უნდა აღძრას, დაესწროს ქრისტიანულ შეხვედრებს. ამას შეუძლია გარკვეულწილად ცხადყოს შემსწავლელის სურვილი, ემსახუროს იეჰოვას. თუ ასეთი სულიერი განვითარება არ ვლინდება წიგნის, „შემეცნების“, დიდი ხნის შესწავლის შემდეგ, ბრძნული იქნებოდა ამ შესწავლის შეწყვეტა.