საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/96 გვ. 7
  • ძალიან დაკავებული ხარ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ძალიან დაკავებული ხარ?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გამოვისყიდოთ დრო
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • ხომ არაფერი გაბრკოლებს ქადაგებისას?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • ცხოვრება იეჰოვასადმი მსახურებაზე ააგე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • რატომ უნდა ვესწრებოდეთ კრების შეხვედრებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 5/96 გვ. 7

ძალიან დაკავებული ხარ?

1 პავლე შეგვაგონებდა, რომ ‘მუდამ გვეუხვა უფლის საქმეში’ (1 კორ. 15:58). რადგან ბევრია გასაკეთებელი, არ უნდა გვქონდეს სირთულე ამის შესრულებაში. ჩვენ მოწოდებული ვართ, პირადი შესწავლა ყოველდღიურ ცხოვრებაში გავითავისოთ, მსახურებაში რეგულარულად ვმონაწილეობდეთ, ერთგულად ვესწრებოდეთ შეხვედრებს და კრების დავალებებზე გულმოდგინედ ვიზრუნოთ. ამასთანავე, უნდა დავეხმაროთ მათ, რომლებსაც ესაჭიროებათ შველა. ასე მრავალი რამის კეთებისას შესაძლოა, ზოგჯერ გადაღლილად ვიგრძნოთ თავი და ვიფიქროთ, რომ უნდა ვეძებოთ საშუალებები, რათა შევამციროთ ჩვენი საქმიანობა.

2 აქ მოცემული სიტუაციები დაგეხმარება, მოიქცე ბრძნულად და გინივრულად, რომ ამოაგდო გარკვეული საქმიანობები ან შეამცირო მათი რაოდენობა. ზოგიერთი პიროვნება ფიქრობს, რომ მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რასაც სხვები სთხოვენ. ამასთან დაკავშირებით გაუწონასწორებლობამ შეიძლება წარმოშვას წნევა და ზეგავლენა, რაც ბოლოს და ბოლოს გამანადგურებელი აღმოჩნდება. ეს იწვევს ოჯახური ურთიერთობის დარღვევას, ემოციების განადგურებას ან ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას.

3 იყავი გაწონასწორებული: გაწონასწორებული მდგომარეობა რომ გვქონდეს, უმთავრესი საშუალება არის პავლეს რჩევის გამოყენება, ‘გამოვცადოთ უმჯობესი’ (ფილ. 1:10). უბრალოდ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რაც უმთავრესია და თუ დრო და ვითარებები ნებას გვრთავენ, ვიზრუნოთ იმ საქმეებზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვან საქმეებს შორის ოჯახურ მოვალეობას უდავოდ პირველი ადგილი უჭირავს. ზოგიერთ ქვეყნიურ პასუხისმგებლობასაც უნდა გაუმკლავდე. თუმცა იესოს სწავლების თანახმად, ჩვენი უპირატესობები უნდა გამომდინარეობდეს პრინციპიდან, რომ პირველ ყოვლისა სამეფოს ვეძებთ. უპირველესად, უნდა შევიგნოთ ჩვენი სულიერი მოთხოვნილება და გავაკეთოთ ის საქმეები, რაც საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნის აღთქმა (მათ. 5:3; 6:33).

4 თუ ეს მხედველობაში გვექნება, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი გადატვირთული გეგმიდან ამოვაგდეთ ზოგიერთი უმნიშვნელო პირადი საქმე, მეტისმეტი განმტვირთველი საქმიანობა და სხვების მიმართ არააუცილებელი ვალდებულება. ყოველი კვირისთვის ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისას საკმარის დროს გამოვყოფთ პირადი შესწავლისთვის, მსახურებაში გონივრული მონაწილეობისთვის, კრებებზე დასწრებისთვის და თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ სხვა საქმეებისთვის. დარჩენილი დრო შეიძლება განაწილდეს სხვა საქმიანობებისთვის, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გვიწყობენ ისინი ხელს მთავარი მიზნის მისაღწევად — ვიყოთ გაწონასწორებული ქრისტიანები, რომლებიც პირველ ადგილზე აყენებენ სამეფოს.

5 მაშინაც კი, როცა ვზრუნავთ ზემოხსენებულზე, შესაძლოა, ვგრძნობთ, რომ ჩვენი გეგმა გადატვირთულია. თუ ასეა, გვესაჭიროება იესოს მოწვევას გამოვეხმაუროთ: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათ. 11:28). შეხედე იეჰოვას, რომელიც „დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე“ და დაუძლურებულებს ძალას გვმატებს. მან აღგვითქვა, რომ არასოდეს დაუშვებს მართალი პიროვნების წაბორძიკებას (ფსალმ. 54:23; 67:20; ეს. 40:29). შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ლოცვებზე პასუხი გაიცემა, რაც შესაძლებელს გახდის ჩვენთვის, შეუპოვრობა გამოვავლინოთ თეოკრატიული საქმიანობისადმი აქტიურობაში.

6 უეჭველია, როცა დაკავებული ვიქნებით მნიშვნელოვანი სამეფო ინტერესებით, გავიხარებთ იმის ცოდნით, რომ ჩვენი შრომა ფუჭი არ არის უფლის წინაშე (1 კორ. 15:58).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება