ახალი სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამა
1 ახალი სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამის თემა იქნება — „იყავით იეჰოვას მიერ განსწავლულები“ (იოან. 6:45). ღვთიური სწავლება იეჰოვასგან ჭეშმარიტად გვეხმარება, რომ დამაკმაყოფილებლად ვიცხოვროთ. ეს ჩვენში ავითარებს მადლიერების ღრმა გრძნობას ჩვენი სულიერი მემკვიდრეობისთვის. ჩვენი ძალისხმევა, დავეხმაროთ სხვებს, ისმინონ კეთილი ცნობა, გვხდის საზოგადოების გამოსადეგ წევრებად. ეს სპეციალური ერთდღიანი კონგრესი ყურადღებას გაამახვილებს კურთხევებზე, რომლებიც აქვთ იეჰოვას მიერ განსწავლულებს.
2 პროგრამა ღვთიური სწავლების სიკეთეს დაუპირისპირებს ქვეყნიური სწავლების საშიშროებებს. ჩვენ უფრო ნათლად დავინახავთ, როგორ გვთავაზობს იეჰოვა უმაღლესი ხარისხის განათლებას — განათლებას, რომელიც დაფუძნებულია მის სიტყვაზე, ბიბლიაზე. იქ ხაზი გაესმება თაყვანისცემის სამ საკითხს, რომლებიც სიამოვნებას მოგვანიჭებს, რადგან ღვთის მიერ ვართ განსწავლულნი. ამასთანავე, ახალგაზრდები აღძრულნი იქნებიან, მიბაძონ ბიბლიის გამოჩენილ მაგალითებს, როგორიცაა დავითი და ტიმოთე, რათა თავიანთი ცხოვრება სულიერი საქმიანობით წარმართონ. ჩვენი რწმენა გაძლიერდება, რადგან ასაკოვანთა ერთგულებასაც გაესმება ხაზი. ახლად მიძღვნილებს, რომლებიც შეესაბამებიან მოთხოვნებს, მონათვლის შესაძლებლობა ექნებათ. მათ სპეციალურ ერთდღიან კონგრესამდე საკმაოდ ადრე უნდა აცნობონ თავმჯდომარე ზედამხედველს თავიანთი სურვილის შესახებ.
3 სპეციალური ერთდღიანი კონგრესის მთავარი მოხსენების სათაურია: „იეჰოვას მიერ განსწავლულები, რომ შევასრულოთ მისი ნება“. ეს ყურადღებას გაამახვილებს მიზეზზე, რატომ საჭიროებს ყველა ჩვენგანი მუდამ სწავლას, რათა განვმტკიცდეთ რწმენაში და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენ მოწოდებული ვიქნებით, მივბაძოთ იეჰოვას იმით, რომ სხვებს ვასწავლოთ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება. იქნება გამამხნევებელი შემთხვევებიც, რათა ნაჩვენები იქნეს, როგორ დაეხმარა საზოგადოების პუბლიკაციები მრავალს, ყოფილიყვნენ იეჰოვას მიერ განსწავლულები. ყურადღება გამახვილდება იეჰოვას გლობალური სწავლების პროგრამის სასარგებლო მიღწევებზეც.
4 განსაზღვრული გეგმები დაისახე, დაესწრო. ყველა დაინტერესებულს მოუწოდე, რომ არ გამოტოვონ. ელოდე, რომ მრავალ სასიკეთოს ისწავლი ჩვენი დიდებული მოძღვრისგან (ეს. 30:20, აქ).