ახალი სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამა
‘ყოველივე ეს აკეთე სახარებისათვის’ — ეს არის ახალი სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამის თემა, რომელიც ჩატარდება სექტემბრიდან (1 კორ. 9:23). სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა დღეს არსებულ ცნობათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია. პროგრამა დაგვეხმარება, რომ დავაფასოთ შესანიშნავი უპირატესობა, ვიყოთ ამ მშვენიერი ცნობის მაუწყებლები. ის აგრეთვე მოგვიწოდებს, რომ დაუცხრომლად განვაგრძოთ კეთილი ცნობის გაცხადება (საქ. 5:42).
პროგრამა გვიჩვენებს, სრულიად როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი თეოკრატიული სწავლება, რათა უფრო მეტი შევასრულოთ ჩვენს მსახურებაში. იქ რამდენიმე პიროვნებას მოვუსმენთ, რომლებმაც თავიანთი მსახურების გაფართოებისთვის ცვლილებები მოახდინეს და მათ შორის იქნებიან ახალგაზრდებიც, რომლებმაც ძალისხმევა მოახმარეს კეთილი ცნობის გასავრცელებლად (შეადარე ფილიპელთა 2:22).
ძირითადი მოხსენება, რომელსაც, ჩვეულებრივ, მოწვეული მომხსენებელი წარმოთქვამს, ყურადღებას გაამახვილებს აუცილებლობაზე, რომ კვლავაც ‘მონდობილი გვქონდეს სახარება’ (1 თეს. 2:4). პროგრამა დიდად დაგვეხმარება, დავინახოთ, რომ, თუ გვსურს ყოველთვის გვქონდეს უპირატესობა, ვუქადაგოთ კეთილი ცნობა სხვებს, განუწყვეტლივ უნდა ვაკმაყოფილებდეთ ღვთის ნორმებსა და მოთხოვნილებებს აზრებსა და მოქმედებებში. ამის შედეგად მიღებულ კურთხევებზეც იქნება ყურადღება გამახვილებული.
ნუ გამოტოვებ ამ მნიშვნელოვან პროგრამას. ახლად მიძღვნილებმა, რომლებსაც სურთ მონათვლა ამ სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ თავმჯდომარე ზედამხედველს. ყველა მიიწვიე, ვისაც ასწავლი ბიბლიას. მოდი საშუალება მივცეთ იეჰოვას, მოგვცეს ძალა ყოველივეს გასაკეთებლად კეთილი ცნობისთვის, და ამით შევასრულოთ არმაგედონამდე გასაკეთებელი უდიდესი საქმე.