სხვების სასწავლებლად მომზადებულები და აღჭურვილები
1 როდესაც მოსე იეჰოვას წარმომადგენლად დაინიშნა, ის მოუმზადებლად თვლიდა საკუთარ თავს, რომ ღვთის სიტყვა ფარაონისთვის გაეცხადებინა. (გამ. 4:10; 6:12). იერემიამ თავისი შესაძლებლობებისადმი რწმენის უკმარისობა გამოავლინა, ემსახურა იეჰოვას წინასწარმეტყველად, როდესაც უთხრა ღმერთს, რომ მან არ იცოდა, თუ როგორ ელაპარაკა (იერ. 1:6). მათი რწმენის თავდაპირველი უკმარისობის მიუხედავად, ორივე წინასწარმეტყველმა დაამტკიცა, რომ იეჰოვას უშიშარი მოწმეები იყვნენ. ისინი სათანადოდ იყვნენ მომზადებულები ღვთისგან.
2 მადლობა იეჰოვას, დღეს ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა ჩვენი მსახურების დარწმუნებით შესასრულებლად (2 კორ. 3:4, 5; 2 ტიმ. 3:17). დახელოვნებული ხელოსნის მსგავსად, რომელსაც იარაღების სრული კომპლექტი აქვს, ჩვენც სათანადოდ ვართ აღჭურვილები ჩვენთვის დავალებული მსახურების დახელოვნებულად შესასრულებლად. იანვარში ჩვენ ვთავაზობთ წიგნს „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ამ წიგნის ბიბლიური თემა ძალიან დროულია და ის ადამიანებს დაეხმარება ჭეშმარიტების სწავლაში. შეიძლება იყოს გამოყენებული აქ შემოთავაზებული ზოგიერთი შეთავაზებები.
3 განათლების საკითხით შეიძლება ინტერესი აღვძრათ ღვთის სიტყვისადმი. საუბარი შეიძლება შემდეგნაირად წამოიწყო:
◼ „დღეს ხაზი ესმება ხარისხიანი განათლების საჭიროებას. თქვენი აზრით, რომელი განათლება უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ დარწმუნებული იყოს უდიდეს ბედნიერებაში და ცხოვრებისეულ წარმატებაში? [ადროვე, გიპასუხოს]. მარადიული სარგებლობის მიღება შეიძლება ღვთის შესახებ შემეცნების მიღებით [წაიკითხე იგავნი 9:10, 11]. ეს სახელმძღვანელო „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ დაფუძნებულია ბიბლიაზე. ის მიუთითებს შემეცნების ერთადერთ წყაროზე, რომელსაც მარადიულ სიცოცხლემდე შეუძლია მიყვანა“. უჩვენე კონკრეტული მაგალითი წიგნიდან. თუ გულწრფელი ინტერესი გამოვლინდა, დატოვე წიგნი და მოელაპარაკე განმეორებით მონახულებაზე. აღნიშნე, თუმცა პუბლიკაციას უფასოდ ვტოვებთ, ჩვენ მივიღებთ მცირე შესაწირავს სამეფოს საქმისათვის.
4 როდესაც განმეორებით მოინახულებ პიროვნებას, ვისთანაც ბიბლიური განათლების მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრე, შეგიძლია თქვა შემდეგი:
◼ „გასული მონახულებისას, ჩვენ განვიხილეთ ბიბლია, როგორც ისეთი განათლების წყარო, რომელსაც ჩვენი მარადიული მომავლის უზრუნველყოფა შეუძლია. რა თქმა უნდა, ძალისხმევაა საჭირო იმის სასწავლად, რომ ვიცოდეთ საღვთო წერილიდან ის, რაც აუცილებელია (წაიკითხე იგავნი 2:1–5). მრავალი ადამიანი ასკვნის, რომ ბიბლიის ზოგიერთი ნაწილის გაგება ძნელია. მსურს, მოკლედ გაჩვენოთ ის მეთოდი, რომელსაც ფართოდ ვიყენებთ ადამიანების დასახმარებლად, რომ ბიბლიის ძირითადი სწავლებების შესახებ უფრო მეტი გაიგონ“. დატოვებული წიგნი გადაშალე შესაბამის ადგილზე და მოკლედ უჩვენე, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრეს სურს რეგულარული შესწავლა, აუხსენი, რომ შენ ისევ მოინახულებ შესასწავლად დამხმარე წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“.
5 მრავალ ადამიანს აღელვებს, რომ მსოფლიოში მილიონობით ბავშვი იტანჯება. მობინადრეს შეგიძლია დაეხმარო იმის დანახვაში, თუ ღმერთი როგორ უყურებს ამ სავალალო მდგომარეობას, შემდეგის თქმით:
◼ «უეჭველია თქვენ უყურებთ ახალ ამბებს მსოფლიოს ირგვლივ მშიერი, ავადმყოფი და მიგდებული ბავშვების შესახებ. ამ საკითხებით დაკავებულ ორგანიზაციებს რატომ არ შეუძლიათ სიტუაციის გაუმჯობესება? [ადროვე, გიპასუხოს]. ღმერთს მხოლოდ საუკეთესო სურს ადამიანებისთვის. შეხედეთ, ბიბლიაში ჩაწერილის თანახმად, რას ჰპირდება ის ბავშვებსა და მოზარდებს [წაიკითხე გამოცხადება 21:4]. ეს წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ დაწვრილებით გვამცნობს იმ ქვეყნიერების შესახებ, რომელსაც ღმერთი ქმნის, სადაც შეწყდება ტანჯვა». თუ შესაძლებელია, გადაშალე 133-ე თავში მოცემულ ილუსტრაციაზე, რომელიც სამოთხეს გამოსახავს და ახსენი ის. შესთავაზე წიგნი და მოელაპარაკე განმეორებით მონახულებაზე. სიხარულით მიიღე ნებისმიერი შესაწირავი, რომლის გაკეთებაც პიროვნებას სურს ჩვენი საქმიანობის მხარდასაჭერად.
6 თუ თავდაპირველად ბავშვების ტანჯვასთან დაკავშირებით ისაუბრე, შემდეგი მონახულებისას საუბარი შეგიძლია ასე განაგრძო:
◼ „ამას წინათ, როდესაც აქ ვიყავი, თქვენ ინტერესი გამოავლინეთ ბავშვებთან დაკავშირებული სავალალო მდგომარეობის თაობაზე, რომლებიც იტანჯებიან დანგრეული ოჯახების, შიმშილის, ავადმყოფობისა და ძალადობის გამო. მანუგეშებელია ბიბლიაში ახალი ქვეყნიერების შესახებ წაკითხვა, სადაც არც ბავშვები, არც მოზარდები აღარ დაიტანჯებიან ავადმყოფობის, ტკივილის ან სიკვდილის გამო. ესაიაში მოცემული წინასწარმეტყველება აღწერს უკეთეს ცხოვრებას, რომელიც დედამიწაზე იქნება“. წაიკითხე და განიხილე ესაიას 65:20–25. საუბარი წაიყვანე იმ მიმართულებით, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო წიგნით „შემეცნება“.
7 რამდენადაც რელიგიური ადამიანებისთვის ჩვეულებრივია ლოცვა, საუბარი ამ თემაზე შეგიძლია შემდეგნაირად დაიწყო:
◼ „ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში უმეტეს ჩვენგანს განუცდია პრობლემები, რომლებსაც აღვუძრივართ, რომ დახმარებისთვის ღვთისადმი გველოცა. მაგრამ მრავალი ფიქრობს, რომ თავიანთ ლოცვებზე პასუხი არ მიუღიათ. აგრეთვე ხდება ისეც, რომ რელიგიური წინამძღოლების ლოცვა, რომლებიც საჯაროდ ლოცულობენ მშვიდობაზე, არ არის შესმენილი. ჩვენ ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ომი და ძალადობა კვლავ ზიანს აყენებს კაცობრიობას. ნამდვილად ისმენს თუ არა ღმერთი ლოცვებს? თუ დიახ, მაშინ რატომ ჩანს ისე, რომ ამდენი ლოცვები უპასუხოდ რჩება? [ადროვე, გიპასუხოს]. ფსალმუნის 144:18 ხსნის, თუ რა მოითხოვება, რომ ჩვენს ლოცვებზე პასუხი იყოს გაცემული [წაიკითხე მუხლი]. საქმე ის არის, რომ ღვთისადმი მიმართული ლოცვები გულწრფელი უნდა იყოს და მის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული ჭეშმარიტების შესაბამისი“. აჩვენე წიგნი, რომელსაც სთავაზობ და აღნიშნე, თუ რას ამბობს ის ლოცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მაგალითად, წიგნის „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის“ 94-ე თავიდან.
8 როდესაც აგრძელებ წინა საუბარს ლოცვებთან დაკავშირებით, შეგიძლია სცადო ეს მიდგომა:
◼ „სიამოვნება მომანიჭა ჩვენმა საუბარმა ლოცვებთან დაკავშირებით. უეჭველად დაასკვნით, რომ ხელმძღვანელობისთვის დამხმარეა იესოს აზრები, თუ რაზე უნდა ვილოცოთ“. წაიკითხე მათეს 6:9, 10 და აღნიშნე მთავარი საზრუნავი, რომელიც იესომ აღნიშნა თავისი ლოცვის ნიმუშში. აჩვენე მე-16 თავი „როგორ შეგიძლია ღმერთთან მიახლოება“ წიგნიდან „შემეცნება“ და ჰკითხე, თუ მოგცემს ნებას უჩვენო, როგორ შეისწავლოს ეს მასალა.
9 როდესაც საკითხი დგება სხვებისთვის ღვთის შესახებ შემეცნების გადაცემაზე, ჩვენ შეიძლება დაგვებადოს კითხვა: „ვინ არის სათანადოდ მომზადებული ამისთვის?“ საღვთო წერილი გვპასუხობს: „ჩვენ ვართ“ (2 კორ. 2:16, 17, აქ).