„აიშენე ოჯახი“
1 უეჭველია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ოჯახური ცხოვრება იშლება. სატანის ქვეყნიერება ჩაფლულია სიცრუესა და უზნეობაში (1 იოან. 5:19). ეს ყურადღებას ამახვილებს აუცილებლობაზე, რომ ‘ავიშენოთ ოჯახი’ და ვასწავლოთ სხვებს, თუ როგორ შეუძლიათ იმავეს გაკეთება (იგავ. 24:3, 27).
2 ბიბლიური მაგალითები დამცველია. ჭეშმარიტი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო ბიბლიური პრინციპების გამოყენებაშია. ეს ძლიერი ჭეშმარიტებები ოჯახის ყოველ წევრს ადგება ცხოვრების ყველა საკითხში. ბედნიერი იქნება ის ოჯახი, რომელიც იყენებს მათ, და გაიხარებს ღვთიური მშვიდობით (შეადარე ესაია 32:17, 18).
3 პრინციპები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი დახმარება, რომ ავაშენოთ ოჯახი, ლაკონიურად არის მოცემული ახალ წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. ყოველ თავში მოცემულია დამხმარე სასწავლო ჩარჩო, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პრინციპებზე, რომელთა დამახსოვრება ესაჭიროებათ ოჯახის წევრებს. ამ ჩარჩოებიდან უმეტესობა იწყება კითხვით — „როგორ დაეხმარება ეს ბიბლიური პრინციპები. . .?“ ეს პიროვნების ყურადღებას აპყრობს ღვთის აზრებზე, რათა ღვთის აზრი გვქონდეს განხილული თემის შესახებ (ეს. 48:17).
4 გაერკვიე წიგნში. ისწავლე, მონახო პრინციპები, რომლებიც დაგეხმარება სხვადასხვა პრობლემის წამოჭრისას. წიგნი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რა უნდა ეძებოს მომავალ მეუღლეში პიროვნებამ, როდესაც აპირებს დაქორწინებას (თავი 2), რომელი ძირითადი ფაქტორები უწყობს ხელს უსასრულო ცოლქმრულ ბედნიერებას (თავი 3), როგორ შეუძლიათ მშობლებს, აღზარდონ მოზარდები თავის თავზე პასუხისმგებელ, ღვთისმოშიშ ახალგაზრდებად (თავი 6), როგორ დაიცვა ოჯახი საზიანო გავლენებისგან (თავი 8), პრინციპები, რომლებიც დაეხმარება მარტოხელამშობლიან ოჯახებს წარმატების მიღწევაში (თავი 9), სულიერი დახმარება ოჯახებისთვის, რომლებიც შეწუხებულნი არიან ალკოჰოლიზმითა და ძალადობით (თავი 12), რა უნდა გააკეთო, როცა ოჯახის კვანძები იწყებს რღვევას (თავი 13), რა უნდა გაკეთდეს, რათა პატივი სცე მოხუც მშობლებს (თავი 15), და როგორ უნდა მოიპოვოს პიროვნებამ უსაფრთხო, ხანგრძლივი მომავალი ოჯახისთვის (თავი 16).
5 სრულიად გამოიყენე ახალი წიგნი. თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ ეს, რატომ არ შეისწავლიდით წიგნს „ოჯახური ბედნიერება“ ერთად, როგორც ოჯახი? ასევე, როგორც კი შენი ოჯახი წააწყდება ახალ პრობლემას ან რთულ სიტუაციებს, განიხილეთ თავები წიგნიდან, რომლებიც ამ საკითხს არჩევს და ლოცვით განიხილეთ, როგორ გამოიყენოთ რჩევა. ამასთანავე, მარტის თვეში დიდი დრო გამოუყავი სამქადაგებლო მსახურებას, რათა შეეცადო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაუტოვო წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
6 ოჯახები, რომლებიც ღვთისმოსავები არიან, სულიერად გაძლიერდებიან და გაერთიანდებიან და მზადყოფნაში იქნებიან, წინააღუდგნენ სატანის თავდასხმებს (1 ტიმ. 4:7, 8; 1 პეტ. 5:8, 9). რამდენად მადლიერნი ვართ, რომ ღვთიური მითითებები გვაქვს ოჯახის დამაარსებლისგან!