გააღვივე „სამეფოს შესახებ ცნობისადმი“ გამოვლენილი ინტერესი
1 ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა „სამეფოს შესახებ ცნობის“ №35 გავრცელებაში, სათაურით „ეყვარებათ ოდესმე ადამიანებს ერთმანეთი?“. მაუწყებლები ყველგან ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ღირსეულ ადამიანს მიუტანონ „სამეფოს შესახებ ცნობის“ ეს გამოცემა (მათ. 10:11). თუმცა კამპანიის დამთავრება დაგეგმილია კვირას, 16 ნოემბერს, თუ კიდევ დარჩენილია დასამუშავებელი ტერიტორია, უხუცესებმა შეიძლება გთხოვონ, განაგრძო „სამეფოს შესახებ ცნობის“ №35 გავრცელება, სანამ კრებაში მარაგი არ ამოიწურება.
2 „სამეფოს შესახებ ცნობის“ ამ გამოცემამ მრავალ ადამიანში გამოიწვია ინტერესი. ისინი ხედავენ, რომ მთელი კაცობრიობა მოძულე გახდა და ამიტომ აინტერესებთ, თუ რას მოუტანს მათ მომავალი (2 ტიმ. 3:3). ჩვენი სურვილია გამოვლენილი ინტერესის გაღვივება.
3 „ცნობა სამეფოს შესახებ“ ნაყოფს იღებს. „სამეფოს შესახებ ცნობის“ 1995 წლის კამპანიის დროს ერთი ქალი, რომელმაც მიიღო ერთ-ერთი ეგზემპლარი, სამეფო დარბაზში მივიდა შეხვედრაზე, რათა გაეგო უფრო მეტი, თუ რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს. ამ შეხვედრაზე ის სიხარულით დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და მას შემდეგ იშვიათად აცდენდა შეხვედრებს.
4 დღეისთვის, ჩვენს ტერიტორიაზე ასობით ადამიანმა წაიკითხა „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35. მაგრამ როგორი იყო მათი რეაქცია? წაკითხულმა სასურველი გავლენაც რომ მოახდინოს, უმეტესობა არაფერს მოიმოქმედებს, სანამ კვლავ არ მიაკითხავენ იეჰოვას მოწმეები. გეგმავ განმეორებით მონახულებებს? მოყვასისადმი სიყვარულით ნაკარნახევმა მზრუნველობამ უნდა აღგვძრას ასეთი მოქმედებისკენ. ხელმეორედ უნდა მივიდეთ ყველასთან, ვინც ინტერესი გამოავლინა „სამეფოს შესახებ ცნობისადმი“.
5 რაზე ისაუბრებ კვლავ მიკითხვისას? შეგიძლია ორიოდე სიტყვით აღნიშნო, თუ რამდენად დროულია „სამეფოს შესახებ ცნობაში“ მოცემული ინფორმაცია, და შემდეგ დასვა დამაფიქრებელი კითხვა. ყურადღებით მოუსმინე მობინადრის პასუხს, რათა მისი აზრი გაიგო. შემდეგ ყურადღება მიაპყრობინე ბროშურაში „რას მოითხოვს“ სათანადო საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო „ცნობაში სამეფოს შესახებ“. თუ გამოხმაურება დადებითი იქნება, შეეცადე მაშინვე დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
6 აქ არის მოცემული შეთავაზებები, რომლებიც შეგეძლო გამოგეყენებინა, როდესაც კვლავ მიაკითხავ მათ, ვინც ინტერესი გამოავლინა №35 „ცნობისადმი სამეფოს შესახებ“:
◼ „თქვენ შეიძლება გახსოვთ ინფორმაცია, რომელიც ახლახანს წასაკითხად დაგიტოვეთ. ეს ცნობა ეხება მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს კაცობრიობის დაყოფას იწვევს, — სიყვარულის ნაკლებობას სხვებისადმი“. ყურადღება მიაქცევინე „სამეფოს შესახებ ცნობაში“ მე-2 გვერდზე მოცემულ ფაქტებზე, რომლებიც მოცემულია სათაურის ქვეშ „მოყვასის მიმართ სიყვარული განელდა“. შემდეგ ჰკითხე: „როგორ ფიქრობთ, ნუთუ ღმერთს სურდა, რომ კაცობრიობას ასე ეცხოვრა?“ ადროვე პასუხისთვის. გადაშალე ბროშურა „რას მოითხოვს“ მე-5 გაკვეთილზე და შეეცადე ბიბლიის შესწავლის დაწყებას.
◼ «როდესაც პირველად შევხვდით, მე დაგიტოვეთ მცირე ინფორმაცია თემაზე „ეყვარებათ ოდესმე ადამიანებს ერთმანეთი?“. თქვენი აზრით, შესაძლებელია ასეთი ქვეყნიერება?» ადროვე პასუხისთვის. გადაშალე ბროშურა „რას მოითხოვს“ მე-6 გაკვეთილზე და წაიკითხე მე-6 აბზაცი. შემდეგ წაუკითხე ღვთის დანაპირები მიქას 4:3, 4-დან. თუ ჩანს, რომ მობინადრე დაინტერესდა, შესთავაზე ბროშურა და შესწავლა.
◼ «ამას წინათ რომ ვიყავი თქვენთან, დაგიტოვეთ წასაკითხი მასალა, სათაურით „ეყვარებათ ოდესმე ადამიანებს ერთმანეთი?“. იქ შემოთავაზებული იყო ბიბლიის უსასყიდლო საშინაო შესწავლა. მე კვლავ მოვედი, რათა გაჩვენოთ ასეთ შესწავლაში დამხმარე საშუალება [აჩვენე წიგნი „შემეცნება“]. ეს წიგნი ნათლად ხსნის, თუ როდის დადგება ის დრო, როცა ადამიანებს ეყვარებათ ერთმანეთი, და აგრეთვე პასუხობს სხვა მრავალ კითხვას, რომლებიც თქვენ შეიძლება გაინტერესებთ: რატომ ვბერდებით და ვკვდებით? რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას? რა ემართება ჩვენს საყვარელ პიროვნებას სიკვდილის შემდეგ?“ შემდეგ შეეკითხე: „შეიძლება გაჩვენოთ, როგორ ტარდება შესწავლა?» თუ მობინადრე უარს ამბობს შენს შეთავაზებაზე, ჰკითხე, იქნებ პირადად სურს წიგნის წაკითხვა. თუ სურს, დაუტოვე წიგნი და აუხსენი, რომ ჩვენს ბიბლიურ მსოფლიო საგანმანათლებლო საქმეს მხარს უჭერს ნებაყოფლობითი შესაწირავები. დაგეგმე განმეორებითი მონახულება.
7 როგორც კი ტერიტორია ზედმიწევნით დამუშავდება „ცნობით სამეფოს შესახებ“ №35, თვის დარჩენილ დროში შეგვიძლია გავავრცელოთ წიგნი „შემეცნება“. ამ წიგნის გავრცელებისთვის კარგი შეთავაზებების მოძებნა შეიძლება „ჩვენი სამეფო მსახურების“ უკანა გვერდებზე შემდეგ გამოცემებში: 1995 წლის დეკემბერი (რუს.); 1996 წლის მარტი, ივნისი და ნოემბერი; 1997 წლის ივნისი.
8 „სამეფოს შესახებ ცნობის“ ამ სპეციალურმა გავრცელებამ უნდა აღგვძრას ყველა, მეტი ძალისხმევით ვიქადაგოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვას შეწევნით ამ კამპანიას წარმატებები ექნება, ასე რომ, ადამიანებს დაეხმარებით ღვთის განზრახვის დანახვაში — უყვარდეთ ერთმანეთი. დაე იეჰოვამ განუწყვეტლივ აკურთხოს ჩვენი გულმოდგინე ძალისხმევა მაშინ, როდესაც ვაღვივებთ „სამეფოს შესახებ ცნობისადმი“ გამოვლენილ ინტერესს.