ყველგან გაავრცელე „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35
1 ოქტომბერსა და ნოემბერში ყველა დასაქმებული ვიქნებით. ოქტომბრის პირველი 11 დღე გავავრცელებთ ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ცალკეულ ეგზემპლარებს. შემდეგ, 12 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით შევუერთდებით „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ის მთელ მსოფლიოში გავრცელებას. უპირატესობა გვექნება, მნიშვნელოვანი ცნობა მივაწოდოთ ყველას ჩვენს ახლო-მახლო. ეს ცნობა პასუხს წარმოადგენს კითხვაზე: „ეყვარებათ ოდესმე ადამიანებს ერთმანეთი?“ ამ სპეციალური კამპანიისას სამუშაო დღეებში გავავრცელებთ „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ს. შაბათ-კვირას ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ შეთავაზებასთან ერთად ყურადღებას დავუთმობთ ჟურნალების მიმდინარე ნომრებს.
2 ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? ჩვეულებრივ, წინა ხაზზე უხუცესები იქნებიან. ყველას უხარია ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ გავრცელება და, უეჭველია, კამპანიის ერთ ან ორივე თვეში მრავალი მაუწყებელი ჩაეწერება დამხმარე პიონერთა სიაში. სხვა მაუწყებლებს სურვილი ექნებათ, მსახურებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმონ.
3 გყავს ბიბლიის შემსწავლელი, რომელიც საკმაოდ წინაა „შემეცნების“ შესწავლაში და რომელიც მალე მზად იქნება სამქადაგებლო საქმიანობისთვის? ხომ არ შეეძლო მას მოუნათლავი მაუწყებელი გამხდარიყო თავის დროზე, რათა შეერთებოდა ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ კამპანიას. ტრაქტატის წარსადგენად საჭიროა მხოლოდ უბრალო შეთავაზება. მაგალითად, პიროვნებას შეეძლო ეთქვა: „ეს ცნობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ თვეში მთელ მსოფლიოში ვრცელდება 169 ენაზე. მინდა, თქვენც მოგცეთ ერთი ეგზემპლარი“. ბავშვებსაც კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ამ აღმაფრთოვანებელ საქმიანობაში.
4 წიგნის შესწავლის ჩამტარებლებმა თავიანთი ჯგუფის ყველა წევრი უნდა წაახალისონ სრული მონაწილეობისკენ „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ის გავრცელებაში. შეიძლება იყვნენ ისეთი მაუწყებლებიც, რომლებიც არააქტიურები გახდნენ, მაგრამ რომლებიც საჭირო გამხნევების შემთხვევაში კვლავ გააქტიურდებოდნენ მსახურებაში. კამპანიის წინ უხუცესებმა უნდა მოინახულონ თითოეული მათგანი იმის სანახავად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მათ დასახმარებლად, რათა ამ განსაკუთრებულ მსახურებაში თან გააყოლონ გამოცდილ მაუწყებლებს.
5 როდის შეგვიძლია მსახურებისთვის შეხვედრა? მთელი ამ საქმიანობისთვის საჭირო იქნება ღონისძიებები ჯგუფური დამოწმებისთვის, რომლებიც მოხერხებულიცაა და პრაქტიკულიც. სადაც კი შესაძლებელია, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს ორგანიზება უნდა გაეწიოს ყოველ სამუშაო დღეს, შაბათ-კვირას და საღამოობით. ისინი უნდა მოეწყოს იმ დროს, რომელიც საშუალებას მისცემს მაუწყებლებსა და პიონერებს, სრულად ისარგებლონ დამოწმების პერიოდით. აგრეთვე შეიძლება ზომები იქნეს მიღებული გვიან ნაშუადღევს შესახვედრად სკოლის მოსწავლეების, ცვლაში მომუშავეებისა და სხვების სასარგებლოდ. სამსახურებრივი ზედამხედველი უნდა დარწმუნდეს, რომ ხელმისაწვდომი იქნება ბევრი კარდაკარ სასიარულო და საქმიანი უბანი, რათა ყველამ შეძლოს სრული მონაწილეობა მსახურებაში. რომელ ტერიტორიაზეც ბევრი მაუწყებელია, ფრთხილად უნდა იყვნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ამუშავებს ტერიტორიის გარკვეულ უბანს.
6 რა შეიძლება ითქვას იმათზე, რომლებიც სახლში არ გვხვდებიან? გვინდა პირადად ველაპარაკოთ რაც შეიძლება მეტ მობინადრეს და ავუხსნათ, თუ რატომ უნდა წაიკითხონ „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35. ამიტომ, თუ მიკითხვისას არავინ დაგხვდა სახლში, დღის სხვა მონაკვეთში მიაკითხე. თუ კამპანიის ბოლო კვირისთვის მობინადრესთან დასაკავშირებლად შენი ძალისხმევა მაინც უშედეგოა, შეგიძლია კართან დაუტოვო ეგზემპლარი ტრაქტატისა „ცნობა სამეფოს შესახებ“ ისეთ ადგილზე, სადაც გამვლელი ვერ დაინახავს. დასახლებულ რაიონებში მზად იყავით, შესთავაზოთ „ცნობა სამეფოს შესახებ“ პირებს, რომლებიც შეიძლება ქუჩაში სეირნობენ. სოფლებში და იმ ადგილებში მსახურებისას, სადაც უფრო მეტი უბანია, ვიდრე შეიძლება მოიარო კამპანიის განმავლობაში, ეგზემპლარი ტრაქტატისა „ცნობა სამეფოს შესახებ“ შეიძლება პირველივე მიკითხვისას იქნეს დატოვებული იმათთან, რომლებიც სახლში არ გვხვდებიან.
7 რა მიზანი გვაქვს? კრებები უნდა ეცადონ, გამოიყენონ მთელი მარაგი ტრაქტატისა „ცნობა სამეფოს შესახებ“, რომ მთლიანად მოიარონ თავიანთი ტერიტორია, სანამ კამპანია არ დასრულდება 16 ნოემბერს. თუ შენი კრებისთვის გამოყოფილი ტერიტორია საკმაოდ დიდია და უსაფრთხოა მარტო მსახურება პარტნიორის გარეშე, შეიძლება დაინახო, რომ ეს პრაქტიკულია. ეს საშუალებას მოგცემს, კეთილი ცნობა მიაწოდო რაც შეიძლება მეტ ღირსეულ პიროვნებას (მათ. 10:11). შეიძლება სასარგებლო იყოს, რომ ხელთ გქონდეს რამდენიმე ტრაქტატი და ბიბლია ჯიბეში ან პატარა ხელჩანთაში. ვიდრე პორტფელით ისარგებლო. აუცილებლად კარგი ჩანაწერი გააკეთე აღმოჩენილ ინტერესზე.
8 მზად ხარ, დაიწყო? უხუცესებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენი დამატებითი ჟურნალი დასჭირდება კრებას და შესაბამისად შეუკვეთონ. საჭირო არაა „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ის შეკვეთა, რადგან ყველა კრებას გაეგზავნება პარტია. თითოეული სპეციალური, სრული დროით და დამხმარე პიონერი გასავრცელებლად მიიღებს დაახლოებით 500 ეგზემპლარს, მაშინ როცა კრების თითოეულ მაუწყებელს მიეცემა დაახლოებით 100 ეგზემპლარი უბნის მიხედვით. სამუშაო ყველას მოგვენდო. მოწადინებული ხარ, მონაწილეობა მიიღო ამ შესანიშნავ საქმიანობაში? უეჭველია, ხარ. მოდი ყველგან გავავრცელოთ ბიბლიაზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35!