განავითარეთ ინტერესი, რომელიც ტრაქტატმა „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-მა გამოიწვია
1 დაასრულე შენთვის გამოყოფილი ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გარკვეული რაოდენობის გავრცელება? მასში ყველას დასაფიქრებელი დროული კითხვაა დასმული: „ახალი ათასწლეული — რას მოგიტანთ მომავალი?“. 2000 წლის მოახლოებასთან ერთად, ვარაუდი იმისა, თუ რას მოიტანდა ახალი ათასწლეული, სხვადასხვანაირი იყო. ტრაქტატი განიხილავს ამ ვარაუდებიდან ზოგიერთს და შეგვახსენებს, რომ მსოფლიო მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ერთადერთი ათასწლეული, რომელიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ნატრობს, იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობაა. ამ სამეფოს რეალურობაში დარწმუნებამ აღგვძრა, ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36 ვისთვისაც შეგვეძლო, შეგვეთავაზებინა.
2 გამოხმაურება ტრაქტატზე „ცნობა სამეფოს შესახებ“. ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ წინა ნომრის გავრცელება კარგი სტიმული იყო ჩვენს საქმიანობაში. ტრაქტატთან „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35 დაკავშირებით კანადის ფილიალი წერდა: „ამ სპეციალურ კამპანიას დიდი ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი მაუწყებლებმა და პიონერებმა და მათ მრავალი გამამხნევებელი შემთხვევა ჰქონდათ“. ეჭვგარეშეა, შენც მსგავსი ენთუზიაზმი გამოავლინე ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელებისას.
3 ტრაქტატის გავრცელების მიმდინარე კამპანია გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს 2000 წლის 17 ნოემბერს. დამუშავდა თქვენი კრების მთელი ტერიტორია? თუ არა, უხუცესებმა შეიძლება გთხოვონ, განაგრძოთ ეს კამპანია ნოემბრის დასასრულამდე.
4 უკვე როგორი რეაქცია მოჰყვა ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელებას თქვენს ტერიტორიაზე? ზოგი ადამიანი, ალბათ, შეავსებს კუპონს და მოითხოვს ბროშურას „რას მოითხოვს“ და/ან ბიბლიის საშინაო შესწავლას. ამისდა მიუხედავად, მათმა უმრავლესობამ, ვინც თავიდან ინტერესი გამოავლინა ახალ ათასწლეულთან დაკავშირებით, ნაკლებად დასაჯერებელია, რომ იმოქმედოს მანამ, სანამ იეჰოვას რომელიმე მოწმე კვლავ არ მიაკითხავს. ყველასთან, ვინც ინტერესი გამოავლინა, უნდა გაკეთდეს განმეორებითი მონახულება. როდის არის ამისათვის კარგი დრო? მონახულება რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს.
5 ყურადღება მიაქციე შემდეგ შემთხვევებს, რომლებიც ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №35-ის დატოვების შემდეგ განმეორებით მონახულებას მოჰყვა. ირლანდიაში პიონერმა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ დაუტოვა რესტორნის მფლობელს. ქალზე შთაბეჭდილება მოახდინა ცნობამ და სთხოვა დას, რომ კვლავ მისულიყო. დამ ორი დღის შემდეგ მიაკითხა და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დანიაში ტრაქტატის ეგზემპლარი დატოვეს სახლში, სადაც არავინ იყო. იმავე დღეს ამ სახლში მცხოვრებმა ქალმა ფილიალში გაგზავნა კუპონი, რომელიც ადგილობრივ კრებას გადაეგზავნა. კვირის ბოლომდე ორი და დაუკავშირდა მას, შეთანხმდნენ ბიბლიის შესწავლაზე და ეს მანდილოსანი პირველად დაესწრო შეხვედრას სამეფო დარბაზში!
6 რის თქმა შეგიძლია განმეორებითი მონახულებისას. განმეორებითი მონახულებების გაკეთება იქ, სადაც „ცნობა სამეფოს შესახებ“ დავტოვეთ, შედარებით ადვილია და ჩვენი მსახურების სასიამოვნო ნაწილია. როცა ამას ვაკეთებთ, სასურველია, თან გვქონდეს ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის ეგზემპლარი, რადგან მობინადრეს შეიძლება არა აქვს პირადი ეგზემპლარი. შეგიძლია გამოიყენო შემდეგი რჩევები.
7 მას შემდეგ, რაც მობინადრეს შეახსენებ შენს ვინაობას, შეგიძლია უთხრა:
◼ „მე დაგიტოვეთ ტრაქტატი, სათაურით „ახალი ათასწლეული — რას მოგიტანთ მომავალი?“. ნუთუ გამამხნევებელი არ იყო იმის წაკითხვა, რომ მალე დაიწყება იესო ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა, რომელიც სამოთხის პირობებს მოიტანს დედამიწაზე? [აჩვენე სამოთხის ილუსტრაციები ტრაქტატში „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ში]. ბოლო გვერდზე მოცემულია მისამართები ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ეგზემპლარის გამოსაწერად. უჩვენე ბროშურა, გადაშალე მე-5 გაკვეთილზე, წაიკითხე პირველი შეკითხვა, 1-ლი და მე-2 აბზაცები და მობინადრეს სთხოვე კომენტარის გაკეთება. წაიკითხე და განიხილე ერთი ან ორი ბიბლიური მუხლი. თუ შესაძლებელია, მიმოიხილე შემდეგი კითხვა და აბზაცი, შემდეგ შეუთანხმდი განმეორებით მონახულებასა და საუბრის გაგრძელებაზე.
8 რადგან ნოემბერში ინტერესის გასაღვივებლად შევთავაზებთ ბროშურას „რას მოითხოვს“ და წიგნ „შემეცნებას“, შენ შეგიძლია თქვა:
◼ „ამას წინათ, დაგიტოვეთ ტრაქტატი „ახალი ათასწლეული — რას მოგიტანთ მომავალი?“. მასში შემოთავაზებული იყო ბიბლიის უსასყიდლო საშინაო შესწავლა. მე იმიტომ დავბრუნდი, რომ გიჩვენოთ დამხმარე საშუალება, რომელსაც შესწავლის დროს ვიყენებთ. [უჩვენე ბროშურა „რას მოითხოვს“ და მისი ყდის უკანა ნაწილი; ან აჩვენე წიგნი „შემეცნება“ და გადაშალე 188, 189 გვერდებზე]. ათასწლეულში, რომელზეც ბიბლიაშია საუბარი, ისეთი პირობები იქნება, როგორიც ამ სურათზეა ნაჩვენები. სამოთხეში რომ ვიცხოვროთ, ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნება გვესაჭიროება. მსურს, მოკლედ აგიხსნათ, როგორ ვსწავლობთ ბიბლიას“.
9 ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელებამ აღგვძრა, უფრო მეტად მიგვეღო მონაწილეობა მსახურებაში, რაც დიდ დამოწმებას წარმოადგენს. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს ჩვენს ტერიტორიაზე მრავალი ადამიანის ინტერესი. ინტერესის აღსაძვრელად ჩვენი ერთობლივი მცდელობის შედეგი, იეჰოვას დახმარებით, ჩვენდა სასიხარულოდ უფრო მეტი ცხვრისმაგვარი ადამიანის პოვნა იქნება (მათ. 19:11; საქ. 13:48, 49, 52).