საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/98 გვ. 1
  • კითხულობ ჟურნალებს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კითხულობ ჟურნალებს?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • მსგავსი მასალა
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ჟურნალებით მსახურებას
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ჭეშმარიტების დროული ჟურნალები
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-7
  • ჟურნალები იუწყება სამეფოს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • შეარჩიე სტატიები, რომლებიც განსაკუთრებით დააინტერესებს ადამიანებს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
km 10/98 გვ. 1

კითხულობ ჟურნალებს?

1 აფრიკაში ერთმა მისიონერმა წყვილმა შემდეგი რამ თქვა ჩვენს ჟურნალებზე: « „საგუშაგო კოშკი“ გვეხმარება ჩვენს ტერიტორიაზე სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში. თითოეული ნომერი მხნეობასა და ძალებს გვმატებს». აფასებ შენც მათ მსგავსად ჟურნალებს? ასეთივე მონდომებით კითხულობ?

2 საგრძნობლად დიდი დრო მიაქვს ჟურნალის სტატიების მომზადებას, მაგრამ მათი წაკითხვა სულ რამდენიმე წუთში შეიძლება. ამის შემდეგ, კიდევ გადაათვალიერებ უბრალოდ თემებს, სურათებს და დროდადრო მხოლოდ იმ სტატიას წაიკითხავ, რომელიც შენს ყურადღებას მიიპყრობს? გონივრულად მოვიქცევით თუ უფრო მეტს გავაკეთებთ. დრო უნდა გამოვყოთ ყოველი ჟურნალის მთლიანად წასაკითხად და გასაანალიზებლად. „საგუშაგო კოშკი“ ძირითადი ჟურნალია, რომლიდანაც დროულ სულიერ საზრდოს ვიღებთ. „გამოიღვიძეთ!“ შეიცავს საინტერესო და ინფორმაციულ თემებს სხვადასხვა საკითხზე. ჟურნალებიდან მიღებული ინფორმაცია არა მარტო სულიერად გვამაგრებს, არამედ მსახურებაში უფრო ეფექტური მონაწილეობისთვისაც გვამზადებს. თუ თვითონ რეგულარულად ვკითხულობთ, სხვებსაც ენთუზიაზმით შევთავაზებთ.

3 როგორ გავიუმჯობესოთ კითხვის ჩვევები. ასწრებ ყველა ჟურნალის წაკითხვას? ქვემოთ მოცემულია ორი რჩევა, რომლებიც მრავალს ეხმარება. 1) შეადგინე რეგულარული კითხვის გეგმა. კითხვისთვის დღეში მხოლოდ 10–15 წუთის გამოყოფით განცვიფრებული დარჩები, თუ რამდენის წაკითხვა შეგძლებია კვირის განმავლობაში. 2) შეიმუშავე სისტემა, რომელიც დაგეხმარება, რომ არ დაგრჩეს წაუკითხავი სტატია. მაგალითად, წაკითხული სტატიის დასაწყისში დასვი ნიშანი. უამისოდ შეიძლება გამოგრჩეს ზოგიერთი სტატია ან მთელი ჟურნალიც კი. მნიშვნელოვანია, შექმნა კითხვის ისეთი სისტემა, რომელიც შენთვის იქნება მოხერხებული და მიჰყვე მას (შეადარე ფილიპელთა 3:16).

4 „ერთგული და გონიერი მონა“ ბრძნულად ეხმაურება ცვალებად დროებს და ისეთ სტატიებს აქვეყნებს, რომლებიც ადამიანთა ნამდვილ საჭიროებებთანაა დაკავშირებული (მათ. 24:45). ნამდვილად, ჟურნალები ჩვენს ცხოვრებას ეხება. ჩვენი სულიერი ზრდა დიდად არის დამოკიდებული თეოკრატიული მასალის კითხვის ჩვევებზე. მდიდარი სულიერი კურთხევები ინახება მათთვის, ვინც დროს უთმობს ყველა ჟურნალის წაკითხვას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება