საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/00 გვ. 2
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • მსგავსი მასალა
  • მხედველობიდან არ გამოგრჩეს არააქტიურები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • დაეხმარეთ არააქტიურებს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • „დამიბრუნდით“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
km 11/00 გვ. 2

შეკითხვების ყუთი

◼ როგორ შეიძლება დავეხმაროთ მას, ვინც დიდი ხნის განმავლობაში არააქტიური იყო, კვლავ კეთილი ცნობის მაუწყებელი გახდეს?

სასიხარულოა, როდესაც არააქტიური მაუწყებელი იეჰოვასთვის მსახურების გულწრფელ სურვილს ამჟღავნებს (ლუკ. 15:4—6). შესაძლოა, მან წინააღმდეგობასა და ცხოვრების ზეწოლას ნება დართო, რომ ადგილი აღარ დაეტოვებინა ბიბლიის პირადი შესწავლის, კრებებზე დასწრებისა და მსახურებაში მონაწილეობისთვის. როგორ შეგვიძლია პირადად დავეხმაროთ ისე, რომ მან სულიერად წინ წაიწიოს?

თითოეულმა ჩვენგანმა ინიციატივა უნდა გამოავლინოს, რომ ასეთი ადამიანი დავარწმუნოთ ჩვენს ქრისტიანულ სიყვარულში. უხუცესები მალე დაადგენენ, თუ რა სახის განსაკუთრებული სულიერი დახმარება ესაჭიროება (იაკ. 5:14, 15). თუ არააქტიურობა ცოტა ხანი გრძელდებოდა, შეიძლება გამოცდილი მაუწყებლის დახმარება სრულებით საკმარისი იყოს იმისათვის, რომ ის მსახურებაში გააქტიურდეს. მაგრამ, თუ არააქტიურს დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობა არ ჰქონია კრებასთან, შესაძლოა, დახმარება აუცილებელი იყოს. რწმენისა და მადლიერების გასაძლიერებლად შესაფერისი პუბლიკაციის გამოყენებით ბიბლიის პირადი შესწავლა შეიძლება სასარგებლო იყოს. ასეთ შემთხვევაში სამსახურებრივი ზედამხედველი იზრუნებს იმაზე, რომ გამოცდილმა მაუწყებელმა ჩაატაროს შესწავლა (ებრ. 5:12—14; იხილე 1998 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, შეკითხვების ყუთი). თუ იცნობ ვინმეს, ვისაც მსგავსი დახმარება ესაჭიროება, დაელაპარაკე შენი კრების სამსახურებრივ ზედამხედველს.

სანამ მსახურებაში მიიწვევ მას, ვინც დიდი ხნის განმავლობაში არააქტიურია, სასურველია, ორი უხუცესი შეხვდეს იმაში დასარწმუნებლად, შეიძლება თუ არა, უფლება მიეცეს სამეფოს მაუწყებლად მსახურებისათვის. ეს მათ იმავე თანმიმდევრობით უნდა გააკეთონ, რა თანმიმდევრობითაც ესაუბრებიან მათ, რომლებსაც სურთ, გახდნენ კეთილი ცნობის მაუწყებლები (იხილე 1989 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 13, 14 [რუს.]). არააქტიურს იმის გულწრფელი სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ კეთილი ცნობა გაუზიაროს სხვებს. ის აგრეთვე უნდა შეესაბამებოდეს ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია წიგნში „ჩვენი მსახურება“ (რუს.), გვერდები 98, 99 და ესწრებოდეს კრების შეხვედრებს.

კარგი, სულიერ საქმეებთან დაკავშირებული, გრაფიკი ძალიან დაეხმარება დაბრუნებულს, განამტკიცოს და შეინარჩუნოს ძვირფასი ურთიერთობა იეჰოვასთან და განაგრძოს მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე სიარული (მათ. 7:14; ებრ. 10:23—25). ‘ყოველი ღონის’ ხმარება და მტკიცე ქრისტიანული თვისებების განვითარება დაეხმარება, რომ ოდესმე კვლავ არ გახდეს ‘უქმი და უნაყოფო’ ქრისტიანი მოწაფე (2 პეტ. 1:5—8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება