წინასწარ დაგეგმე!
1 იეჰოვას ორგანიზაცია უზრუნველგვყოფს თეოკრატიული საქმეების რეგულარული პროგრამით, რომელიც ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის გამიზნული. მადლიერება აღგვძრავს სრულად ვისარგებლოთ ყველაფრით, რაც ჩვენთვის ეწყობა, მაგალითად მიმომსვლელი ზედამხედველის მონახულებები, კონგრესები, აგრეთვე სხვა სპეციალური საქმეები, რომლებიც ადგილობრივად არის დაგეგმილი (მათ. 5:3). მაგრამ სხვა გეგმების გამო ზოგი ვერ ღებულობს სარგებლობას მრავალი ასეთი სულიერი ღონისძიებიდან. რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? რა გავაკეთოთ, რომ არათეოკრატიული ხასიათის საქმეებმა არ დაჩრდილოს „უმჯობესი“? (ფილ. 1:10).
2 მნიშვნელოვანია ბრძნული დაგეგმვა. იგავნის 21:5-ში ნათქვამია: „მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა — სიდუხჭირეს“. სულიერი „სიუხვე“ რომ მოვიპოვოთ, საჭიროა, წინასწარ კარგი დაგეგმვა, თან უნდა გვახსოვდეს თეოკრატიული საქმეები, რომლებიც უკვე დაგეგმილია. ჩვენი პირადი საქმეები ისე უნდა დავგეგმოთ, რომ ხელი არ შეგვეშალოს სულიერი კურთხევების მიღებაში. თუ ნაჩქარევად დავგეგმავთ პირად საქმეებს და არ გავითვალისწინებთ თეოკრატიულ მოვლენებს, ჩვენ სულიერ „სიდუხჭირეში“ ჩავცვივდებით.
3 არ გამოგრჩეს! ყველა ჩვენგანი ადგენს სამომავლო გეგმებს. ამაში შედის შვებულება, მივლინება, ნათესავების მონახულება და ასე შემდეგ. სანამ რამეს დააპირებდე ან გეგმებს დაისახავდე, გაითვალისწინე მომავალი სულიერი საქმიანობის განრიგი. თუ აღმოაჩენ, რომ იმ დროს, როცა არ იქნები, დაგეგმილია სარაიონო ზედამხედველის მონახულება ან კონგრესი, ყველანაირად შეეცადე, შეცვალო შენი გეგმები. მომავლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ჩვენ დიდი ხნით ადრე გვაფრთხილებენ. შენი კრების უხუცესები გეტყვიან ადგილობრივი გეგმების შესახებ.
4 როცა გონივრულად ვმოქმედებთ და წინასწარ ვგეგმავთ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, ‘აღვივსებით სიმართლის ნაყოფით ღვთის სადიდებლად და საქებრად’ (ფილ. 1:11).