„ახალი ათასწლეული — რას მოგიტანთ მომავალი?“
1 ეს კითხვა მთელ მსოფლიოში ყველას საფიქრალია. თუმცა კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე მრავალ რამეს მიაღწია, ხალხი გულგატეხილია, რადგან ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობის მტანჯველი ძირითადი პრობლემები კვლავ არსებობს (იობ. 14:1; ფსალმ. 89:10). სად შეუძლია კაცობრიობას შვების პოვნა?
2 ოქტომბერსა და ნოემბერში იმის განსაკუთრებული შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენს მოყვასს გავცეთ პასუხი ამ კითხვაზე. როგორ? ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელებით. მისი სათაურია „ახალი ათასწლეული — რას მოგიტანთ მომავალი?“. ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩვენ შევთავაზებთ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ამის შემდეგ ორშაბათიდან, 16 ოქტომბრიდან, პარასკევის, 17 ნოემბრის, ჩათვლით დაკავებული ვიქნებით ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის ინტენსიური გავრცელებით. ამ კამპანიის განმავლობაში ყურადღებას გავამახვილებთ სამუშაო დღეებში ტრაქტატის გავრცელებაზე. დასვენების დღეებში ჩვენ მას გავავრცელებთ ჟურნალების მიმდინარე ნომრებთან ერთად.
3 მიიღებ სრულ მონაწილეობას? უხუცესები, სამსახურებრივი თანაშემწეები და პიონერები ისურვებენ, წაუძღვენ ამ კამპანიას, რადგან ისინი წინა ხაზზე დგანან. მრავალმა მაუწყებელმა თავისი მდგომარეობა ისე მოაგვარა, რომ დამხმარე პიონერად ემსახურათ ერთ-ერთ ან ორივე თვეში. სხვები მსახურებისთვის ჩვეულებრივზე უფრო მეტი დროის დათმობას გეგმავენ.
4 წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თავიანთ ჯგუფში მაუწყებლების გამხნევებაში, რომ სრული მონაწილეობა მიიღონ ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელებაში. შესაძლოა, არიან მაუწყებლები, რომლებიც არააქტიურები გახდნენ სამქადაგებლო საქმიანობაში. უხუცესებმა უნდა მოინახულონ ასეთები იმის დასადგენად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მათ დასახმარებლად. შესაძლოა, ორგანიზება გაეწიოს იმას, რომ გამოცდილი მაუწყებელი გაჰყვეს თითოეულ ასეთ არააქტიურს მსახურებაში ამ თვეების განმავლობაში. ახალი ტრაქტატის უბრალო შეთავაზებამ შეიძლება გამოაცოცხლოს მაუწყებელი.
5 ეს კარგი შესაძლებლობაა ბიბლიის იმ შემსწავლელებისთვისაც, რომლებიც უკვე ამთავრებენ „შემეცნებას“ და ნება დართეს, იყვნენ მოუნათლავი მაუწყებლები, რომ მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში. მოზარდებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ამ აღმაფრთოვანებელ საქმიანობაში.
6 უბრალო შეთავაზება სრულებით საკმარისია. შენ შეგიძლია უთხრა:
◼ „მე ნებაყოფლობით გამოვყავი დრო, დახმარება რომ გამეწია ამ მეტად მნიშვნელოვანი ცნობის [ქალაქის ან რაიონის სახელწოდება] ყველა ოჯახში გავრცელებაში. ინებეთ თქვენი ეგზემპლარი. გთხოვთ წაიკითხოთ“. ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის გავრცელებისას, შესაძლოა, უფრო მოსახერხებელი იყოს, თუ არ წავიღებთ ჩანთას სამქადაგებლო მსახურებისთვის.
7 სამქადაგებლო მსახურებისთვის შეხვედრების კარგად დაგეგმვა. უხუცესებმა უნდა იზრუნონ, რომ დაგეგმილი მსახურება მოსახერხებელი და პრაქტიკული იყოს. განსაკუთრებით სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა იზრუნოს, რომ კარდაკარ მსახურებისა და საქმიანი მრავალი უბანი ჰქონდეს, რათა ყველამ შეძლოს სრული მონაწილეობის მიღება ამ საქმიანობაში. სადაც შესაძლებელია, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს ორგანიზება უნდა გაეწიოს ყოველ სამუშაო დღეს, დასვენების დღეებში და საღამოობით. შესაძლებელია, შეხვედრები მოეწყოს გვიან ნაშუადღევს სკოლის მოსწავლეების, ცვლაში მომუშავეებისა და სხვების სასარგებლოდ.
8 რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის, ვინც სახლში არ გვხვდება. ჩვენი მიზანია შეძლებისდაგვარად მრავალ მობინადრეს გავესაუბროთ. თუ სახლში არავინ დაგხვდა, ჩაიწერე მისამართი და მიაკითხე დღის სხვადასხვა მონაკვეთში. თუ კამპანიის ბოლო კვირის მანძილზეც ვერ შეძელი ამ მობინადრეებთან დაკავშირება, შეგიძლია ტრაქტატის ეგზემპლარი დაუტოვო გამვლელებისთვის შეუმჩნეველ ადგილზე. ადგილობრივმა უხუცესებმა შეიძლება დაავალონ კრებას, რომ ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36 დაუტოვონ პირველივე მიკითხებისას მათ, ვინც სახლში არ ხვდებათ, თუ ეს არის სოფლის ტერიტორია ან ადგილი, რომლის დამუშავებაც კამპანიის მანძილზე ვერ მოესწრება.
9 მოდი მივიღოთ მონაწილეობა! კრებებს ძალისხმევის გამოვლენა ესაჭიროებათ იმისათვის, რომ დაამუშაონ თავიანთი ტერიტორიები კამპანიის დამთავრებამდე ანუ 17 ნოემბრამდე. თუ ტერიტორია საკმაოდ დიდია, ზოგიერთ მაუწყებელს შეუძლია მარტო იმსახუროს, თუ ეს პრაქტიკული და უსაფრთხოა. ასეთი ორგანიზება გააადვილებს შეძლებისდაგვარად ბევრი ღირსეული ადამიანის პოვნას. დარწმუნდი, რომ კარგი ჩანაწერები გააკეთე ყველა დაინტერესებულთან დაკავშირებით.
10 უხუცესებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენი დამატებითი ჟურნალი დასჭირდება კრებას და შესაბამისად შეუკვეთონ. საჭირო არაა „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-ის შეკვეთა, რადგან ყველა კრებას გაეგზავნება თავისი პარტია. თითოეული სპეციალური, სრული დროით და დამხმარე პიონერი გასავრცელებლად მიიღებს 250 ეგზემპლარს, მაშინ როცა კრების თითოეულ მაუწყებელს მიეცემა 50-50 ეგზემპლარი. ხარ თუ არა მზად და მოწადინებული ამ განსაკუთრებულ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად? რამხელა უპირატესობაა, ყველა ჩვენს მოყვასს ვამცნოთ, თუ რას გვპირდება ღმერთი ახლო მომავალში!