„მე მტკიცედ ვდგავარ! მე მტკიცედ ვდგავარ! მე მტკიცედ ვდგავარ!“
1 ჰოლოკაუსტს გადარჩენილი ერთგული ქრისტიანის ეს სიტყვები, გამოძახილია იმ ათასობით ცოცხალი და დახოცილი მოწმის გადაწყვეტილებისა, რომლებიც ნაცისტური სისასტიკის მიუხედვად მტკიცენი იყვნენ რწმენაში (ეფეს. 6:11, 13). მათი გაბედულებისა და გამარჯვების შთამბეჭდავი ისტორია მოთხრობილია ამაღელვებელ ვიდეოფილმში „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“. კრებაში ყველას მოვუწოდებთ, უყურონ ამ ფილმს და თავიანთი შთაბეჭდილებები და გრძნობები გაუზიარონ ერთმანეთს.
2 დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: 1) რატომ იდგნენ მტკიცედ იეჰოვას მოწმეები ნაციზმის პირისპირ? 2ა) რა წინააღმდეგობები წარმოიშვა მისალმებასთან დაკავშირებით და რატომ? 2ბ) როგორ იმოქმედა ამან მოწმეთა ოჯახებზე? 3) რამდენი მოწმე დაატუსაღეს საკონცენტრაციო ბანაკებში, რა იყო მათი ამოსაცნობი ნიშანი და როგორ ეპყრობოდა მათ გესტაპო? 4) რის გაკეთებაზე აცხადებდნენ ძმები უარს, თუმცა ამით თავისუფლების მიღება შეეძლოთ? 5ა) როგორ და როდის ლაპარაკობდნენ იეჰოვას მოწმეები ჰიტლერის რეჟიმის სისასტიკის წინააღმდეგ? 5ბ) როგორი რეაგირება ჰქონდა ჰიტლერს? 6) როგორ აღმოჩნდა იეჰოვას ხალხის ერთიანობა ფიზიკურად და სულიერად გადამრჩენი მათთვის და სხვებისთვის? 7) რომელი სამეფო სიმღერა დაიწერა საკონცენტრაციო ბანაკში? 8) ერთგული მამაკაცების, ქალების და ახალგაზრდების რომელმა მაგალითებმა აღგძრათ, რომ, რაც უნდა მოხდეს, იეჰოვას წინაშე უმწიკვლობა შეინარჩუნოთ? (აგრეთვე იხილე „1999 წლის წელიწდეული“, გვერდები 144—147 [რუს.]) 9) როგორც იეჰოვას მოწმეს, რა დაგანახვა ამ ვიდეოფილმმა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო წუთისოფლის ნაწილი?
3 ვიდეოფილმ „სიმტკიცეში“ აღწერილი იეჰოვას მოწმეთა გამამხნევებელი მაგალითები შეიძლება დაეხმაროს ახალგაზრდებს, მათაც კი, ვინც მოწმეები არ არიან, გაბედულად შეხვდნენ შეუწყნარებლობასთან, თანატოლების ზეგავლენასთან და სინდისთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ ახალგაზრდა ხარ და საშუალო სკოლაში სწავლობ, შეგიძლია შენს მასწავლებელს საშუალება მისცე, რომ ეს მასალა კლასში გამოიყენოს? იქნებ შეგიძლია შესთავაზო ეს ვიდეოფილმი და აუხსნა, რომ ეს არის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მონაკვეთი ან როგორც მორალური გაკვეთილის შემცველი დოკუმენტური მასალა.
4 ვიდეოფილმი „სიმტკიცე“ შესანიშნავი საშუალებაა იმის საჩვენებლად, თუ როგორ გვაძლევს სულიერ სიმტკიცეს ღვთიური სწავლება, რომ სიკეთის მხარეზე მტკიცედ დარჩენით ვასიამოვნოთ ღმერთს (1 კორ. 16:13). ყველას გაუზიარეთ, ვისაც ჭეშმარიტება აინტერესებს.