საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/01 გვ. 8
  • რა არის ჩვენი მიზანი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა არის ჩვენი მიზანი?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • შემსწავლელების ყურადღება მიმართე ჩვენი სახელით წოდებული ორგანიზაციისკენ
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • შეხვედრებზე დასწრებაში დაეხმარეთ სხვებს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • როგორ მოვამზადოთ მოწაფეები წიგნით, „შემეცნება“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • როგორ მივიყვანოთ ბიბლიის შემსწავლელი ნათლობამდე — ნაწილი I
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 10/01 გვ. 8

რა არის ჩვენი მიზანი?

1 რატომ ვატარებთ ბიბლიის საშინაო შესწავლებს? მხოლოდ იმიტომ, რომ შემეცნება გავუზიაროთ ადამიანებს, გავაუმჯობესოთ ცხოვრება ან მომავლის იმედი ჩავუსახოთ? არა. ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების იესო ქრისტეს მოწაფეებად მომზადებაა! (მათ. 28:19; საქ. 14:21). ამიტომაც ბიბლიის შემსწავლელებს კრებასთან ურთიერთობა ესაჭიროებათ. რაც უფრო ახლოს გაეცნობიან ისინი ქრისტიანულ ორგანიზაციას, მით უფრო გაიზრდებიან სულიერად.

2 როგორ მივაღწიოთ მიზანს. თავიდანვე, ყოველთვის წაახალისე ბიბლიის შემსწავლელი იმისათვის, რომ დაესწროს კრების შეხვედრებს (ებრ. 10:24, 25). აუხსენი, თუ როგორ განუმტკიცებს ეს რწმენას, დაეხმარება ღვთის ნების შესრულებაში და საშუალებას მისცემს, ურთიერთობა იქონიოს მათთან, რომლებიც მთელი გულით განადიდებენ იეჰოვას (ფსალმ. 26:13; 31:8; 34:18). თუ შემსწავლელს სიყვარულითა და მადლიერებით ესაუბრები კრების შეხვედრების შესახებ, სურვილი აღეძვრება მათზე დასასწრებად.

3 ახლები უნდა მიხვდნენ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია საერთაშორისო საძმოა. აჩვენე მათ ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“ და „მთელი ჩვენი საძმო“. დაეხმარე, მიხვდნენ იმას, რომ იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად მთელ მსოფლიოში იმ მილიონობით ადამიანს იყენებს, რომლებიც მასზე არიან მიძღვნილები. დაე ახლებმაც იცოდნენ, რომ მოწვეულნი არიან, რათა ემსახურონ ღმერთს (ეს. 2:2, 3).

4 უდიდესი სიხარულის მომტანია, როდესაც ვხედავთ, რომ ბიბლიის შემსწავლელი იესოს ჭეშმარიტი მოწაფე ხდება. ჩვენი მიზანიც ეს არის! (3 იოან. 4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება