როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აპრ.
«დედამიწის რომელ კუთხეშიც უნდა ცხოვრობდნენ, ყველა თავისი უსაფრთხოებით არის დაინტერესებული. ამაში შედის კარგი სამუშაოს პოვნა და შემდეგ შენარჩუნება. მაგრამ დაფიქრებულხართ ოდესმე, რომ არსებობს უსაფრთხოების წყარო, რომელიც მარადიულად დაგიცავთ? [წაუკითხე ფსალმუნის 4:9]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში საუბარია იმაზე, თუ სად შეიძლება ნამდვილი უსაფრთხოების პოვნა».
საგუშაგო კოშკი 1 მაისი
«იცნობთ ვინმეს, ვინც სერიოზულად არის დაავადებული ან ინვალიდობის გამო იტანჯება? ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ ადამიანებს გამხნევება ესაჭიროებათ. მაგრამ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ბიბლიაში ჩაწერილია იმედის მომცემი სიტყვები [წაუკითხე ესაია 35:5, 6]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში საუბარია იმაზე, თუ რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ეს წინასწარმეტყველება შესრულდება».
გამოიღვიძეთ! 8 მაისი
«ამ ბოლო დროს მშვიდობას, ისე როგორც არასდროს, საფრთხე დაემუქრა. როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ მთავრობებს მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება? [პასუხის მოსმენის შემდეგ წაუკითხე ესაიას 2:4]. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში საუბარია იმაზე, თუ რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მალე მთელ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება».