სამაგალითო იყავი კეთილ საქმეებში
1. რატომ უნდა მივაქციოთ ჩვენს ქცევას განსაკუთრებული ყურადღება კონგრესებზე?
1 ჩვენი საქციელი და სხვების მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებით შესამჩნევია გარშემო მყოფთათვის, როდესაც იეჰოვას უამრავი მოწმე იკრიბება კონგრესებზე. ამიტომაც, თითოეულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბიბლიის შეგონებას: ‘თავშეკავებულნი იყავით. ყველაფერში გამოიჩინეთ თავი კეთილ საქმეთა ნიმუშად’ (ტიტ. 2:6, 7). შეიძლება მეტი ძალისხმევა იყოს საჭირო იმისათვის, რომ ‘თითოეულმა მარტო საკუთარ თავზე კი არ ვიზრუნოთ, არამედ სხვებზეც’ (ფილ. 2:4). განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია ამ პრინციპების გამოყენება მოახლოებულ საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „დიდება მივაგოთ ღმერთს“.
2. რა უნდა გვახსოვდეს დაბინავებასთან დაკავშირებით?
2 საცხოვრებელი ადგილი. დაბინავებასთან დაკავშირებულ საკითხებში სიკეთის გამოვლენის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა. გთხოვთ, წინასწარ გამოგზავნოთ განცხადება საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. შეუკვეთეთ იმდენი ადგილი, რამდენიც ნამდვილად გჭირდებათ. ამით დაბინავების განყოფილებაში მომსახურე ძმებს შევუმსუბუქებთ ისედაც მძიმე სამუშაოს. თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ გამოიყენებთ გამოყოფილ საცხოვრებელ ადგილს, მაშინ წინასწარ შეატყობინეთ ეს დაბინავების განყოფილებას. ასეთი სახით სამაგალითონი ვიქნებით და სულის ნაყოფს გამოვავლენთ (გალ. 5:22, 23). თუ გადაეცით განცხადება და-ძმების სახლში დაბინავებაზე, მაგრამ ასეთი ადგილები საკმარის არ იქნება, სხვა ადგილას გაგანაწილებენ.
3. როგორ შეგვიძლია „კეთილი ვუყოთ ყველას“ დაბინავების ადგილზე?
3 სხვებზე ზრუნვა საქმით უნდა ვლინდებოდეს. ყველამ რომ შეძლოს დროულად დაძინება და კარგად დასვენება, საცხოვრებელ ადგილზე გვიან არ უნდა დავბრუნდეთ და დიდხანს არ უნდა დავრჩეთ სხვებთან. თუ ასე მოვიქცევით, შევძლებთ ადრე ადგომას, საუზმობასა და კონგრესზე წასასვლელად მომზადებას, და ყველა, მასპინძლის ჩათვლით, დროულად მივალთ კონგრესზე. რამდენადაც ჩვენს ბევრ და-ძმას მცირე შემოსავალი აქვს, არ უნდა მოველოდეთ, რომ სახლის პატრონი იზრუნებს ჩვენს კვებაზე. სადაც იცხოვრებთ, აუცილებელია ოჯახში დადგენილი წესრიგის დაცვა. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოავლინეთ, როდესაც მათ ნივთებს იყენებთ. კონგრესის დამთავრების შემდეგ აუცილებლად გამოხატეთ მადლიერება მასპინძლობისთვის. ასეთი სახით შევძლებთ, „კეთილი ვუყოთ ყველას“ და ამით სხვების წინაშე შესანიშნავად დავამოწმებთ (გალ. 6:10, სსგ).
4, 5. როგორ მოუტანენ ბავშვები იეჰოვას დიდებას და რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მშობლებს?
4 მშობლები და ბავშვები. ქვეყნიერებაში ახალგაზრდებს არ აქვთ კარგი მანერები. მათგან იეჰოვას მოწმეთა ბავშვებში ძალიან განსხვავდებიან, რითაც ქება მოაქვთ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისთვის. მაგრამ დროდადრო მაინც წამოჭრილა პრობლემები იმის გამო, რომ მშობლები არ აქცევდნენ მათ სათანადო ყურადღებას (იგავ. 29:15). მშობლებმა უმეთვალყურეოდ არ უნდა დატოვონ ბავშვები არც კონგრესის ჩატარების და არც დაბინავების ადგილზე.
5 კარგი იქნება, თუ კონგრესამდე მშობლები დროს გამოყოფენ იმისათვის, რომ შვილებს შეახსენონ, როგორ უნდა მოიქცნენ (ეფეს. 6:4). ეს ბავშვებს უკეთ დაანახვებს, რა არის ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული, რომელიც „არ სჩადის უწესობას“ და „თავისას არ ეძიებს“ (1 კორ. 13:5). კონგრესი იეჰოვასგან სწავლების მიღების დროა და როგორც ბავშვებმა, ასევე მოზარდებმა თავიანთი ყოფაქცევით პატივისცემა უნდა გამოავლინონ ამ ღონისძიებისადმი, იქნება ეს კონგრესის ადგილზე თუ სხვაგან (ეს. 54:13).
6. რა გავლენა შეიძლება მოხდინოს სხვებზე ჩვენმა კარგმა ყოფაქცევამ?
6 ჩვენი კარგი ყოფაქცევით შეგვიძლია ბევრს მცდარი შეხედულებები გავუფანტოთ და ხალხი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ მივიზიდოთ (მათ. 5:16; 1 პეტ. 2:12). ვიმედოვნებთ, რომ კარგი ყოფაქცევითა და სხვებისადმი მოპყრობით კარგად დავუმოწმებთ მათ, ვისთანაც გვექნება ურთიერთობა საოლქო კონგრესის დღეებში. ასე მოქმედებით ‘ყველაფერში კარგი საქმეების მაგალითს ვაჩვენებთ’ და დიდებას მივაგებთ იეჰოვას (ტიტ. 2:7 აქ).
[ჩარჩო 4 გვერდზე]
იფიქრე სხვებზე
▪ შეუკვეთე მხოლოდ საჭირო რაოდენობის ადგილი
▪ გამოავლინე მოთმინება დაბინავების დროს
▪ დროულად დაწექი დასაძინებლად
▪ სათანადო ყურადღება მიაქციე ბავშვებს
▪ გამოხატე მადლიერება მასპინძლობისთვის