საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/06 გვ. 4
  • ელოდეთ იეჰოვას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ელოდეთ იეჰოვას
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • მსგავსი მასალა
  • სულიერი კვებისა და სიხარულის დრო
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • ღირსეული საქციელით მიჰყევი ქრისტეს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • შეასხით ხოტბა იეჰოვას დიდ კრებულში
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • საოლქო კონგრესი — სიხარულით თაყვანისცემის დრო
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
km 4/06 გვ. 4

ელოდეთ იეჰოვას

1 ესაია წინასწარმეტყველმა დაწერა: „იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. ბედნიერია ყველა, ვისაც მისი მოლოდინი აქვს“ (ეს. 30:18ბ, აქ). ბიბლიაში მრავალი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც იეჰოვამ განაჩენი გამოუტანა მტრებს, თავისი ერთგული მსახურები კი იხსნა. რის სწავლა შეუძლიათ იეჰოვას დღევანდელ მსახურებს ასეთი შემთხვევებიდან? რა უნდა გავაკეთოთ ახლა, რომ მზად ვიყოთ ‘უფლის დიდი და საშინელი დღისთვის’? (იოელ. 3:4, 5). 2006 წლის საოლქო კონგრესი „ხსნა ახლოსაა!“ აღგვძრავს, ვიფიქროთ ამ კითხვებზე და საკუთარი თავი გამოვიკვლიოთ. ეს კონგრესი დაგვეხმარება, ველოდოთ იეჰოვას.

2 უკვე იზრუნე იმაზე, რომ დაესწრო კონგრესის სამივე დღეს, რათა სრულად ისარგებლო მისით? მაგალითად, შეუთანხმდი დამსაქმებელს, რომ კონგრესის დღეების განმავლობაში სამუშაოდან გაგათავისუფლოს? ნუ დატოვებ ამას შემთხვევითობის იმედზე. ლოცვით მიმართე იეჰოვას დახმარებისთვის, შემდეგ კი იმოქმედე (ნეემ. 2:4, 5). არც მგზავრობასთან, დაბინავებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული საქმეების მოგვარება უნდა დავაყოვნოთ. კარგი დაგეგმვით ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას მადლიერნი ვართ სულიერი საზრდოსთვის. უხუცესები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მხედველობიდან არ გამორჩეთ ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება, განსაკუთრებით კრების ხანდაზმული წევრები (გალ. 6:10).

3 კარგი საქციელი განადიდებს ღმერთს: როდესაც კონგრესებზე ვიკრიბებით, ჩვენი კარგი ქცევა დამოწმებაა გარეშეებისთვის. რა მოგვეთხოვება თითოეულს? როდესაც საზოგადოებრივ ადგილებში ვიმყოფებით, იქ სადაც კონგრესი ტარდება, სხვებთან ურთიერთობისას ქრისტიანულ თვისებებს უნდა ვავლენდეთ; ისეთ თვისებებს, როგორიცაა სულგრძელობა, რბილი ხასიათი და კეთილგონიერება (გალ. 5:22, 23; ფილ. 4:5). ყველამ უნდა გამოვავლინოთ ისეთი სიყვარული, რომელიც „უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, [და] არ ღიზიანდება“. მაშინაც კი, თუ სირთულეები ან პრობლემები წამოიჭრება, გვინდა, რომ ‘ყველაფერი ღვთის სადიდებლად ვაკეთოთ’ (1 კორ. 10:31; 13:5).

4 ერთი კონგრესის შემდეგ სასტუმროს მენეჯერი იმდენად იყო მოხიბლული ჩვენი ახალგაზრდა და-ძმების საქციელითა და გარეგნობით, რომ ძალიან სურდა „ყოველთვის იეჰოვას მოწმეები ყოფილიყვნენ მისი კლიენტები“. მართლაც რომ სასიამოვნოა მსგავსი კომენტარის მოსმენა! ეს იმის მაჩვენებელია, რომ მშობლები კარგად ზრდიან შვილებს და მათ სათანადო ყურადღებას აქცევენ. არ იქნებოდა გონივრული, თუ მშობლები მეთვალყურეობის გარეშე დატოვებდნენ ბავშვებს. ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ თვალყურის დევნება (იგავ. 29:15). დაე მათმა კარგმა საქციელმა განადიდოს იეჰოვა და გული გაუხაროს მას (იგავ. 27:11).

5 მოკრძალებული ჩაცმულობა და გარეგნობა: თითოეულ ჩვენგანზე დამოკიდებულია, თუ რა შთაბეჭდილებას შევუქმნით კონგრესზე სხვებს იმით, რომ მოვერიდებით უცნაური, ვულგარული ან საშინაო ტანსაცმლის ჩაცმას. ეს მაშინაც უნდა გვახსოვდეს, როცა კონგრესზე მივემგზავრებით, საკონგრესო ადგილის მომზადებაში ვიღებთ მონაწილეობას და პროგრამას ვესწრებით. როგორც ღვთის მსახურები, უპირველესად იმით ვართ დაინტერესებულნი, თუ როგორ აირეკლება ჩვენი გარეგნობა იეჰოვას სახელზე და არა იმით, თუ რას ვანიჭებთ თავად უპირატესობას ან რა არის ჩვენთვის მოსახერხებელი. ოჯახისთავის პასუხისმგებლობაა, ყურადღება მიაქციოს იმას, რომ მისი ოჯახი ყოველთვის მოკრძალებულად გამოიყურებოდეს და მათი ჩასაცმელი საღი აზროვნებით იყოს შერჩეული (1 ტიმ. 2:9).

6 არანაკლებ მნიშვნელოვანია, ღირსეულად გამოვიყურებოდეთ პროგრამის შემდეგ მაღაზიებსა და სასადილოში. სათანადო იქნება, თუ კონგრესის ტანსაცმელი გვეცმება, როცა ვახშმობას სადმე სხვაგან ვაპირებთ. სამკერდე ნიშნების ტარება არაფორმალურად დამოწმების საშუალებას მოგვცემს (2 კორ. 6:3, 4).

7 ესაიამ იწინასწარმეტყველა: „უფალი დროს უცდის, რომ შეგიწყალოთ. ამიტომ მაღლდება, რომ შეგიბრალოთ“ (ეს. 30:18ა). იეჰოვას გულმოწყალებისა და წყალობისადმი მადლიერებამ უნდა აღგვძრას, განვადიდოთ ის კონგრესზე ჩვენი კარგი საქციელითა და გარეგნობით. დაე საოლქო კონგრესმა „ხსნა ახლოსაა!“ დიდება მოუტანოს იეჰოვას, ჩვენ კი ნასწავლი დაგვეხმაროს, რომ ველოდოთ მას.

[სასწავლო კითხვები]

1. რა არის კონგრესის თემა და რატომ არის ის დროული?

2. როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა საოლქო კონგრესისთვის?

3. რომელი თვისებებით უნდა გამოირჩეოდნენ იეჰოვას მოწმეები იმ ქალაქში, სადაც საოლქო კონგრესი ტარდება?

4. როგორ შეუძლიათ მშობლებს დახმარება გაუწიონ შვილებს, რომ ბავშვების კარგმა საქციელმა განადიდოს იეჰოვა?

5. როგორ შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა ჩვენი ჩაცმულობითა და გარეგნობით?

6. რატომ უნდა გამოვიყურებოდეთ მოკრძალებულად კონგრესის პროგრამის დამთავრების შემდეგაც?

7. როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონგრესის შესაფერისად და სასიამოვნოდ ჩატარებაში? (იხილე ჩარჩო „შეხსენებები საოლქო კონგრესთან დაკავშირებით“; ასევე შეხსენებები 2005 წლის აპრილის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, გვ. 5).

[ჩარჩო 4გვერდზე]

შეხსენებები საოლქო კონგრესთან დაკავშირებით

◼ ადგილების დაკავება: ადგილების დაკავება შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მათთვის, ვინც თქვენთან ერთად მგზავრობს ავტომობილით.

◼ შესაწირავი: საოლქო კონგრესის ორგანიზებაზე საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. ჩვენ შეგვიძლია მადლიერების გამოვლენა მსოფლიო საქმისთვის ნებაყოფლობითი შესაწირავის გაღებით. ამის გაკეთება შეიძლება როგორც ჩვენს სამეფო დარბაზში, ისე კონგრესის ჩატარების ადგილზე.

◼ პეიჯერები და მობილური ტელეფონები: დაარეგულირეთ ისე, რომ სხვებს ხელი არ შეეშალოთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება