მზად ხარ არაფორმალურად დამოწმებისთვის?
1. რომელი შემთხვევიდან ჩანს, რომ არაფორმალურად დამოწმება შეიძლება ეფექტური იყოს?
1 არაფორმალურად დამოწმება შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს. ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი, თუ რა კარგი შედეგები გამოიღო არაფორმალურად დამოწმებამ (იოან. 4:7—15). როგორ უნდა მოვემზადოთ ამგვარი მსახურებისთვის?
2. როგორ მოგვცემს სათანადო გარეგნობა და ჩაცმულობა დამოწმების შესაძლებლობას?
2 ჩაცმულობა და გარეგნობა: თუ ყოველთვის მოკრძალებულად ვიცვამთ და სათანადოდ გამოვიყურებით, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი რწმენის შესახებ სხვებთან ვისაუბროთ (1 ტიმ. 2:9, 10). მაგრამ თუ შესაფერისად არ გამოვიყურებით, შეიძლება ღვთის შესახებ დამოწმებისგან თავი შევიკავოთ. თუ მოხდენილად და სუფთად გვაცვია, სხვები შესაძლოა დადებითად განეწყონ. იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი, რომლებსაც მოკრძალებულად ეცვათ, ტრანსპორტში მუსლიმანი მამაკაცის გვერდით იჯდა. ამ მამაკაცს მოეწონა მათი ჩაცმულობა და ჰკითხა, ქრისტიანები ხომ არ იყვნენ. ცოლ-ქმარს შესაძლებლობა მიეცა, რომ სამი საათის მანძილზე მასთან ბიბლიურ თემებზე ესაუბრა.
3. როგორ შეგიძლია მიჰბაძო იესოს და წამოიწყო საუბარი?
3 საუბრის დაწყება: როდესაც იესო სამარიელ ქალს იაკობის წყაროსთან შეხვდა, საუბარი იმით დაიწყო, რომ სთხოვა ქალს, მისთვის წყალი დაელევინებინა. მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ იმით, რომ მოკლედ გამოვხატოთ ჩვენი აზრი ან დავსვათ მარტივი კითხვა. ზოგჯერ შეიძლება გვიჭირდეს საუბრის წამოწყება, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევძლებთ ‘გაბედულების მოკრებას’ და საუბრის დაწყებას (1 თეს. 2:2).
4. როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ არაფორმალურად დამოწმებისთვის?
4 ეძებე დამოწმების შესაძლებლობა: ბევრმა მაუწყებელმა არაფორმალურად ქადაგების სხვადასხვა საშუალება გამოძებნა. დაფიქრდი, ვის შეიძლება შეხვდე დღის განმავლობაში. თან ატარე შესაფერისი ლიტერატურა და ბიბლია. იყავი დაკვირვებული და ირგვლივ მყოფი ხალხის მიმართ ყურადღებიანი. თუ წინასწარ იფიქრებ, ვის შეიძლება შეხვდე დღის განმავლობაში, მზად იქნები, რომ შესანიშნავად დაამოწმო (ფილ. 1:12—14; 1 პეტ. 3:15).
5. რატომ არ უნდა მივანდოთ არაფორმალურად დამოწმების შესაძლებლობა შემთხვევითობას?
5 ორი საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ არაფორმალურად დამოწმებისთვის ნებისმიერი შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ეს არის ღვთისა და მოყვასის სიყვარული (მათ. 22:37—39). რადგან ვიცით, რომ სამქადაგებლო საქმიანობა გადაუდებელია, არაფორმალურად დამოწმების შესაძლებლობა შემთხვევითობას არ უნდა მივანდოთ. სანამ დროა, ხელიდან არ უნდა გავუშვათ ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა არაფორმალურად დავამოწმოთ (რომ. 10:13, 14; 2 ტიმ. 4:2).