როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივლ.
„ამ ბოლო დროს შეინიშნება, რომ სულ უფრ მეტი ადამიანი არჩევს საზოგადოებისგან გარიყვას. როგორ ფიქრობთ, ეს გონივრული ნაბიჯია? [გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ ბრძნულ გამონათქვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობა [წაუკითხე ეკლესიასტე 4:9, 10]. ამ ჟურნალში განიხილება, რატომ ვჭირდებით ერთმანეთს და როგორ შეიძლება გადაიჭრას საზოგადოებისგან იზოლირების პრობლემა“.
საგუშაგო კოშკი 1 აგვ.
„იცით, რომ ერთი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის დღიური შემოსავალი 2 დოლარზე ნაკლებია? როგორ ფიქრობთ, შეიძლება რამის გაკეთება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად? [გიპასუხოს]. „საგუშაგო კოშკის“ ეს ნომერი მოგვითხრობს, თუ რას ამბობს ბიბლია სიღარიბის პრობლემის საბოლოოდ გადაჭრაზე“ (წაუკითხე ფსალმუნები 71:12, 13, 16).
გამოიღვიძეთ! 8 აგვ.
„ბევრს აღელვებს ის, რომ პორნოგრაფია ასე ფართოდაა გავრცელებული. ფიქრობთ, რომ ეს მართლაც პრობლემაა? [გიპასუხოს]. ბიბლიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევა, რომელსაც შეუძლია ჩვენი დაცვა [წაუკითხე ეფესელთა 5:3, 4]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია დავიცავთ თავი ამ ფარული საშიშროებისგან“.