როგორ შევთავაზოთ ჟურნალები?
საგუშაგო კოშკი 15 ივლ.
«ჩვენს დღეებში რომ გადმოეცათ ასეთი მოვლენა [რაც ჟურნალის გარეკანზეა ილუსტრირებული] ახალ ამბებში, ხალხის უმრავლესობა, ალბათ, არ დაიჯერებდა. რას ფიქრობთ? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მარკოზი 4:39]. რა მოწმობს, რომ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები სარწმუნოა? „საგუშაგო კოშკის“ ეს ნომერი განიხილავს ამ საკითხს».
საგუშაგო კოშკი 1 აგვ.
„რადგანაც კაცობრიობა დაყოფილია, ზოგიერთი ფიქრობს, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მსოფლიო მთავრობის საშუალებით შეიძლება. თქვენი აზრით, შესაძლებელია ეს? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე დანიელი 2:44]. ეს ჟურნალი განიხილავს, თუ რას აკეთებს ღვთის სამეფო დღეს და როგორ დაამყარებს ის მალე მთელ მსოფლიოში მშვიდობას“.
გამოიღვიძეთ! 8 აგვ.
„დღევანდელ ქვეყნიერებაში ბოროტმოქმედები გამუდმებით მიმართავენ ახალ-ახალ მეთოდებს, რომ მოატყუონ ადვილად მიმნდობი ადამიანები. თქვენც გაღელვებთ ეს? [გიპასუხოს]. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში მოცემულია რჩევები, რომლებიც დაგვიცავს თაღლითებისგან“. წაიკითხე იგავები 22:3.