როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მარ.
«გვსურს, მოგიწვიოთ უფლის გახსენების საღამოზე, რომელიც აღინიშნება კვირას, 4 აპრილს. [ასახსნელად გამოიყენე ჟურნალის უკანა გვერდი ან გახსენების საღამოს მოსაწვევი. შემდეგ წაიკითხე ლუკა 22:19] „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომრის პირველი სტატიები განიხილავს გახსენების საღამოს მნიშვნელობას და იმას, თუ როგორ აღინიშნება ის».
საგუშაგო კოშკი 1 აპრ.
„ბიბლიიდან, ალბათ, სხვა არაფერს გამოუწვევია იმხელა ინტერესი, რამდენიც მხეცის იდუმალებით მოცულ ნიშანს. გსმენიათ ამის შესახებ? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე გამოცხადება 13:16—18] თვით ბიბლიაშია მოცემული ამ საიდუმლოს ამოსახსნელი ინფორმაცია. ეს ჟურნალი ამ საკითხს განიხილავს“.
გამოიღვიძეთ! 8 აპრ.
«ადამიანთა უმრავლესობისთვის კარგად არის ნაცნობი მოსეს ცხოვრება. მაგრამ იცოდით, რომ მოსემ ერთხელ თქვა რაღაც, რაც ჩვენს ცხოვრებასაც ეხება? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე მეორე რჯული 18:15] „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში განხილულია, თუ ვინ არის ეს ნაწინასწარმეტყველები წინასწარმეტყველი და რას გააკეთებს კაცობრიობისთვის».