როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მაისი
„დაფიქრებულხართ, აქვს თუ არა ღვთისთვის რამე მნიშვნელობა დედამიწაზე ადამიანის საქმეებს? [გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი საქმეები ღვთის გრძნობებზე [წაიკითხე იგავები 27:11]. ამ ჟურნალში განხილულია იმ ადამიანების რამდენიმე მაგალითი, რომლებმაც გული გაუხარეს ღმერთს და ახსნილია, თუ ჩვენც როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე“.
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
„ზოგი ფიქრობს, რომ ღვთის თაყვანისცემისთვის აუცილებელი არ არის, მიეკუთვნებოდე რომელიმე რელიგიას. დაფიქრებულხართ ამაზე? [გიპასუხოს]. ეს ჟურნალი განიხილავს ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის ისტორიას. ასევე განიხილავს, თუ რას ნიშნავს ღვთის თაყვანისცემა ჭეშმარიტებით“ [წაიკითხე იოანე 4:24].
გამოიღვიძეთ! 8 ივნისი
„დღეს ბევრი განიცდის მარტოობას. ზოგჯერ ეს სხვებისგან იზოლირებით გამოიხატება. დამეთანხმებით, ალბათ, რა მტკივნეული შეიძლება იყოს ეს [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნები 24:16]. „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი გვთავაზობს მარტოობის დასაძლევად სასარგებლო რჩევებს“.