როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 მაისი
წაიკითხე მათეს 24:3 და უთხარი: „ზოგი ფიქრობს, რომ ეს კითხვა დედამიწის განადგურებას ეხება. თქვენი აზრით, მოისპობა დედამიწა? [დაელოდე, გიპასუხოს.] იესოს პასუხიდან ვხედავთ, რომ აქ საუბარი დედამიწის განადგურებაზე კი არ არის, არამედ სხვა რამის აღსასრულზე. ეს საკითხი განიხილება სტატიაში, რომელიც მე-16 გვერდიდან იწყება“.
გამოიღვიძეთ! მაისი
„ზოგიერთი მქადაგებლის აზრით, თუ ღმერთს ვასიამოვნებთ, ის სიმდიდრით გვაკურთხებს. მაგრამ თქვენ შეიძლება იცნობთ კარგ ადამიანებს, რომლებიც ღარიბები არიან. როგორ ფიქრობთ, უნდა ღმერთს, რომ მდიდრები ვიყოთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ებრაელების 13:5.] ამ სტატიაში ნაჩვენებია, თუ რით გვაკურთხებს დღეს ღმერთი [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-12 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
„დღეს საკმაოდ პოპულარულია ისეთი წიგნები, რომლებიც ბავშვების აღზრდაზე, სიყვარულსა და პირად მიზნებზე გვთავაზობს რჩევებს. თქვენც გეხმარებათ ასეთ წიგნებში მოცემული რჩევები? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრი ყველაზე სანდო რჩევებს ამ წიგნში პოულობს [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16]. ეს ჟურნალი გვიხსნის, რატომ შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიას და გვიჩვენებს, რა პრაქტიკული რჩევებია მასში ჩაწერილი“.
გამოიღვიძეთ! ივნისი
„დღეს ბევრს განსხვავებული აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, სწორია თუ არა აბორტის გაკეთება. როგორ ფიქრობთ, დაგვეხმარება ბიბლია სწორი გადაწყვეტილების მიღებაში? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16, 17.] ამ ჟურნალში განხილულია ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით“.