როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მაის.
„როგორ უპასუხებთ ამ კითხვას? [წაიკითხე გარეკანზე დაწერილი კითხვა და დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლია იმედის საფუძველს გვაძლევს [წაიკითხე მათეს 6:9, 10]. ეს ჟურნალი გვიხსნის, თუ როგორ შესრულდება ღვთის ნება დედამიწაზე ღვთის სამეფოს მეშვეობით“.
გამოიღვიძეთ! მაის.
„როგორ ფიქრობთ, ღმერთს წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის რა ბედი ეწევა? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბიბლიის თანახმად, ღმერთი უფლებას აძლევს ადამიანებს, თვითონ აირჩიონ, თუ როგორ იცხოვრონ [წაიკითხე კანონის 30:19]. ამ ჟურნალში მოცემული სტატია, რომელიც მე-12 გვერდიდან იწყება, გვიჩვენებს, რას ამბობს ბიბლია ამასთან დაკავშირებით.
საგუშაგო კოშკი 1 ივნ.
„ახალ ამბებში თითქმის ყოველდღე ვისმენთ ბოროტმოქმედთა მიერ ჩადენილი საქმეების შესახებ [მოიყვანე ცნობილი შემთხვევა, რომელიც ახლახან მოხდა]. თუ გიფიქრიათ, რომ შეიძლება არსებობდეს ბოროტების უხილავი წყარო, რომელიც ადამიანებზე გავლენას ახდენს? [დაელოდე, გიპასუხოს, შემდეგ წაიკითხე გამოცხადების 12:12]. ეს ჟურნალი გვიხსნის, როგორ შეგვიძლია ვიყოთ დაცულნი“.
გამოიღვიძეთ! ივნ.
„მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ აზრთან დაკავშირებით [წაიკითხე 1 ტიმოთეს 6:10]. თუ ამჩნევთ, რომ მას, ვინც ფულისთვის და მატერიალური ნივთების დაგროვებისთვის ცხოვრობს, სადარდებელი არ აკლია? [დაელოდე, გიპასუხოს]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, თუ რა ცუდ გავლენას ახდენს ადამიანზე გამდიდრებისკენ სწრაფვა“.