შეგიძლია დახმარების გაწევა?
1 იეჰოვა ყოველთვის ეძებს საშუალებებს, რომ დაეხმაროს თავის ერთგულ მსახურებს (2 ნეშტ. 16:9; ეს. 41:10, 13). ესაიამ ის მზრუნველ მწყემსს შეადარა და დაწერა: „თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ“ (ეს. 40:11). განვიხილოთ ის საშუალებები, თუ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში.
2 დაეხმარეთ ახლებს. სტუმრად დაპატიჟებითა და გამამხნევებელი ურთიერთობით ახლებს ნამდვილ დახმარებას გავუწევთ (იგავ. 13:20). ერთი ქრისტიანი ძმა იხსენებს, თუ როგორ ყურადღებას ავლენდნენ მისადმი კრების წევრები, როდესაც სამეფო დარბაზში სიარული დაიწყო. ის ამბობს: „ერთი წყვილი ხშირად მეპატიჟებოდა თავიანთ ოჯახურ შესწავლაზე. სულიერად წინ რომ წავიწიე, ერთი ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც პიონერებად მსახურობდნენ, რეგულარულად მეპატიჟებოდნენ საქადაგოდ მთელი დღის განმავლობაში. ამ დროს ჩვენ შორის ყოველთვის გამამხნევებელი სულიერი საუბრები იმართებოდა“. ის ამატებს: „სანამ ქრისტიანი გავხდებოდი, პარასკევობითა და შაბათობით თითქმის ყოველ საღამოს გასართობად დავდიოდი. მაგრამ ახლა, ადამიანებთან ურთიერთობის ბუნებრივ სურვილს ძმებთან ურთიერთობით ვიკმაყოფილებ“. სწორედ კრების წევრების მიერ გამოვლენილი სიყვარული დაეხმარა ამ ძმას, მყარად გაედგა ფესვები ჭეშმარიტებაში და რწმენა განემტკიცებინა. დღეს ის ბეთელის ოჯახის წევრია (კოლ. 2:6, 7).
3 აღაშენეთ ერთმანეთი. როდესაც ვხედავთ, რომ ძმები რთული პრობლემების წინაშე იმყოფებიან, შეიძლება ვფიქრობთ კიდეც, თუ რით შეიძლება მათი დახმარება. შეგიძლია ტელეფონით იქადაგო მაუწყებელთან ერთად, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ან შენს ბიბლიის შესწავლაზე წაიყვანო, ანდა თავად დაინტერესებული მიიყვანო მასთან სახლში და ერთად ჩაუტაროთ შესწავლა? განა მარტოხელა მშობელი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, არ დააფასებს შენ მიერ გაწეულ დახმარებას, თუ მსახურებაში დაპატიჟებ? არიან შენს კრებაში ისეთი ქრისტიანები, რომლებსაც უჭირთ განმეორებითი მონახულებების გაკეთება ან მსახურების სხვა სფეროში მონაწილეობის მიღება და სიხარულით მიიღებენ შენს დახმარებას? თანაქრისტიანებისადმი სიყვარულით გამოვლენილმა ინტერესმა უნდა აღგვძრას, ვეძებოთ შესაძლებლობები მათ დასახმარებლად და აღსაშენებლად (რომ. 14:19).
4 როდესაც ვბაძავთ იეჰოვას თავისი მსახურებისადმი სიყვარულით გამოვლენილ მზრუნველობაში, ერთმანეთს ვაძლიერებთ, კრების წევრებს შორის ერთსულოვნებასა და სიყვარულის განვითარებას ვუწყობთ ხელს და ჩვენს ზეციერ მამას განვადიდებთ (ეფეს. 4:16).