როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15. სექტ.
„თქვენი აზრი მაინტერესებს ამ მუხლთან დაკავშირებით [წაიკითხე კანონის 32:4]. როგორ ფიქრობთ, თუ ღმერთი ყოვლადძლიერი და სამართლიანია, რატომ არის ამდენი ტანჯვა და ბოროტება მსოფლიოში? [დაელოდე, გიპასუხოს]. ეს ჟურნალი გვიხსნის, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ბოროტებას დღემდე ეარსება“.
გამოიღვიძეთ სექტ.
„მრავალ ჩვენგანს კარგი ჯანმრთელობა და დიდხანს ცხოვრება სურს. როგორ ფიქრობთ, შეუძლია დადებით განწყობას ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იგავების 17:22]. ამ ჟურნალის 26-ე გვერდზე მოცემული სტატია გვიჩვენებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დადებითი განწყობა განვივითაროთ“.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტ.
«გითქვამთ ოდესმე: „ნეტა სხვანაირად გამეკეთებინა“? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს შემდეგი მუხლი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვაკეთებთ ზოგჯერ ისეთ არჩევანს, რასაც მოგვიანებით ვნანობთ [წაიკითხე იერემიას 10:23]. ეს ჟურნალი გვიჩვენებს, თუ როგორ გვეხმარება ბიბლიის პრაქტიკული რჩევები სწორი არჩევნის გაკეთებაში».
გამოიღვიძეთ ოქტ.
„როგორ ფიქრობთ, დღეს უფრო მეტი საფრთხის წინაშე ხომ არ დგანან ბავშვები, ვიდრე ადრე? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბევრის აზრით, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომელიც შემდეგ მუხლებშია აღწერილი [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:1—5]. ამ ჟურნალში მოცემულია პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაიცვან შვილები პედოფილებისგან“.