როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 სექტ.
„დღესდღეობით ზოგიერთი ფიქრობს, რომ უსიყვარულო ქორწინების მახეში აღმოჩნდა. რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ მდგომარეობაში? [გიპასუხოს]. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღვთის პრინციპებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია [წაუკითხე ესაია 48:17, 18]. „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში განხილულია ბიბლიური პრინციპები, რომლებსაც შეუძლია ქორწინების განმტკიცება“.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტ.
„დაფიქრებულხართ ოდესმე: თუ ღმერთი სიყვარულია და ყოვლადძლიერი, რატომ არ ეხმარება მათ, ვინც იტანჯება? [გიპასუხოს]. მალე ის ყველა პრობლემას მოუღებს ბოლოს [წაუკითხე ესაია 65:17]. როგორც ეს ჟურნალი უჩვენებს, სანამ ღმერთი ამას გააკეთებს, ის გულგრილად არ უყურებს ადამიანთა ტანჯვას“.
გამოიღვიძეთ! 8 ოქტ.
ყველას გვაოცებს ურთიერთობის შესანიშნავი უნარი, რომელიც ცხოველებს აქვთ. მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბევრ საკითხში ადამიანია უნიკალური. [გიპასუხოს, შემდეგ წაუკითხე ფსალმუნები 64:3]. ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს ღმერთთან ურთიერთობის ძლიერი სურვილი. ამ ჟურნალში განხილულია, თუ როგორ შეგვიძლია კარგი ურთიერთობა გვქონდეს ადამიანებთან და ღმერთთან“.