როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 სექ.
«მილიონობით ადამიანს სწამს, რომ „წმინდანებს“ განსაკუთრებული ძალა აქვთ და კარგია, თუ მათ ვთხოვთ ლოცვაში ღმერთთან შუამავლობას. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? [გიპასუხოს]. აი, რა თქვა იესო ქრისტემ [წაიკითხე იოანე 14:6]. ეს მართლაც გარკვეულ ინტერესს გვიღვიძებს „წმინდანების“ მეშვეობით ლოცვის აღვლენასთან დაკავშირებით. ამ „საგუშაგო კოშკში“ სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხია განხილული».
საგუშაგო კოშკი 1 ოქტ.
„მრავალი ფიქრობს: მოისპობა კი ოდესმე ყველა დღეს არსებული პრობლემა — ომები, ბოროტმოქმედება და ტერორისტული აქტები! თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? [გიპასუხოს]. ნახეთ, როგორ გვანუგეშებს ბიბლია [წაიკითხე ფსალმუნი 36:10, 11]. ეს ჟურნალი ხსნის, თუ რატომ არ გაანადგურა აქამდე ღმერთმა ბოროტება და ამ ბოროტებით გამოწვეული ტანჯვა“.
გამოიღვიძეთ! 8 ოქტ.
„ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ გარემოს გაბინძურების პრობლემა უმართავი გახდებოდა? [გიპასუხოს]. ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი ბუნებრივი რესურსების უზომოდ ხარჯვაა. იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ არ ყოფილიყვნენ ასეთები [წაიკითხე იოანე 6:12]. ეს ჟურნალი გიჩვენებთ, რომ ბიბლიური პრინციპების მიყოლა ოჯახებს დაუდევრობის არიდებაში ეხმარება.