როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 სექტ.
მოიხსენიე ადგილობრივი ტერიტორიიდან ახალი ამბავი, რომელიც ხალხს აღელვებს. შემდეგ ჰკითხე: „როგორ ფიქრობთ, ზუსტად ახასიათებს ეს ბიბლიური მუხლი ჩვენს დროს? [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:1 და გიპასუხოს] ამ სტატიაში მოცემულია იმის არგუმენტები, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ და ახსნილია, თუ რის გაკეთება გვმართებს“.
გამოიღვიძეთ! სექტ.
„ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთმა შეგვქმნა. ზოგს ევოლუციის სჯერა. თქვენ რა აზრი გაქვთ? [გიპასუხოს] სწორ დასკვნამდე მისვლაში ეს რჩევა დაგვეხმარება [წაიკითხე იობის 12:7, 8] „გამოიღვიძეთ!“–ის ამ სპეციალურ ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ რას გვასწავლის ბუნება ამასთან დაკავშირებით“.
საგუშაგო კოშკი 1 ოქტ.
„ბიოლოგები ცდილობენ ბოლო მოუღონ დაავადებებს და ადამიანებს უფრო ხანგრძლივი ცხოვრების შესაძლებლობა მისცენ. როგორ ფიქრობთ, იქნება ოდესმე შესაძლებელი მარადიულად ცხოვრება? [გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, თუ რატომ გვაქვს უფრო დიდხანს ცხოვრების სურვილი [წაიკითხე ეკლესიასტეს 3:11] ეს ჟურნალი განმარტავს, თუ რატომ შეგვქმნა ღმერთმა მარადიული სიცოცხლის სურვილით“.
გამოიღვიძეთ! ოქტ.
„ტელევიზორის ყურება თითქმის ყველას გვიყვარს. როგორ ფიქრობთ, ღირს იმის შერჩევა, თუ რას ვუყუროთ და რას — არა? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იგავების 13:20] ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რა გავლენას ახდენს ტელევიზია ჩვენზე. თქვენ სხვა სასარგებლო რჩევებსაც ნახავთ.