როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 მაის.
„იმის გამო, რომ დღეს ძალიან იმატა სტიქიური უბედურებების რიცხვმა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს ღვთის სასჯელია. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე 1 იოანეს 4:8]. ეს სტატია, რომელიც ამ ჟურნალის 30-ე გვერდზეა, გვიხსნის, რომ ღმერთი არ არის დამნაშავე სტიქიით გამოწვეულ უბედურებაში“.
გამოიღვიძეთ! მაის.
წაიკითხე მათეს 6:10. შემდეგ ჰკითხე: „დაინტერესებულხართ ოდესმე, რა არის ღვთის ნება დედამიწასთან დაკავშირებით? [დაელოდე, გიპასუხოს]. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთს თავდაპირველად დედამიწასთან დაკავშირებით გარკვეული განზრახვა ჰქონდა, რომელიც არ შეცვლილა. ეს სტატია, რომელიც ამ ჟურნალის მე-10 გვერდზე იწყება, გვიხსნის, თუ რა განზრახვა აქვს ღმერთს“.
საგუშაგო კოშკი 1 ივნ.
„ნოეს დროინდელი წარღვნა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენაა, რომლის შესახებაც ბიბლიაშია საუბარი. როგორ ფიქრობთ, მართლა მოხდა წარღვნა? [დაელოდე, გიპასუხოს]. საინტერესოა, რომ იესომ წარღვნა მოიხსენია როგორც ნამდვილი ამბავი [წაიკითხე ლუკას 17:26, 27]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რის საფუძველზე შეგვიძლია გვწამდეს, რომ წარღვნა ნამდვილად მოხდა. გარდა ამისა, მასში ნაჩვენებია, თუ რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან“.
გამოიღვიძეთ! ივნ.
„ბავშვის აღზრდა სირთულეებთანაა დაკავშირებული. სირთულეები განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა ბავშვი გარდატეხის ასაკს აღწევს და მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. თქვენი აზრით, სად შეუძლიათ მშობლებს სანდო რჩევების პოვნა? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ესაიას 48:17, 18]. ამ ჟურნალში მოცემულია რჩევები, რომელთა გამოყენებაც დაეხმარება მშობლებს, რომ ბრძნულად და გაგებით იმოქმედონ“.