როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ივნისი
„ბევრს სწამს, რომ ყველა რელიგიას ერთ ღმერთთან მივყავართ. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რას ამბობს ბიბლია [წაიკითხე იესო ნავეს ძის 24:15]. ეს სტატია გვეხმარება, განვსაზღვროთ, მივყავართ თუ არა ჩვენს რელიგიას ჭეშმარიტ ღმერთთან [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-12 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! ივნისი
„ალბათ, ყველა ვიცნობდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ. როგორ ფიქრობთ, უნდა გვეშინოდეს, რომ ისინი რაიმეს დაგვიშავებენ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ეკლესიასტეს 9:5, 6.] ამ სტატიის წაკითხვა თქვენთვის მანუგეშებელი იქნება [შესთავაზე სტატია, რომელიც 22-ე გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„დღეს ბევრს აქვს ბიბლია, მაგრამ უჭირთ მისი გაგება. თქვენთვისაც რთულია ბიბლიის გაგება? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ მუხლიდან ჩანს, რომ ბიბლიის ავტორს, სურს გავიგოთ წმინდა წერილები და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ [წაიკითხე ფსალმუნის 119:130]. ამ ჟურნალში მოყვანილია სამი რჩევა, რომლებიც ბიბლიის გაგებაში დაგვეხმარება“.
გამოიღვიძეთ! ივლისი
„დღეს ბევრია დეპრესიაში. თქვენი აზრით, დაინტერესებულია ღმერთი მათით, ვინც ემოციური მოშლილობით იტანჯება? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ფსალმუნის 34:18.] ამ ჟურნალში ახსნილია, თუ როგორ შეუძლიათ დეპრესიით დაავადებულებს, დახმარება მიიღონ ღვთისგან მაშინაც კი, როცა მკურნალობენ. მასში მოცემული რჩევები დეპრესიაში მყოფთა სანუგეშებლად დაგვეხმარება“.