როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 იანვარი
„როგორ ფიქრობთ, სულერთია ღვთისთვის, რომ დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე გამოცხადების 11:18]. ამ სტატიაში ბიბლიის საფუძველზე ნაჩვენებია, თუ რატომ უნდა გვქონდეს იმედი, რომ დედამიწა არ განადგურდება [უჩვენე მე-18 გვერდზე მოცემული სტატია]“.
გამოიღვიძეთ! იანვარი
„როცა პრობლემები იჩენს თავს, ბევრი ფიქრობს, რომ მათ ღმერთი სჯის. თქვენც ასე ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იაკობის 1:13]. ეს სტატია გვიხსნის, თუ ვინ არის პრობლემების მიზეზი და რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ მალე ყველა უბედურებას ბოლო მოეღება [უჩვენე სტატია, რომელიც 28-ე გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 თებერვალი
„როგორ ფიქრობთ, ყველა რელიგიას იწონებს ღმერთი? [დაელოდე, გიპასუხოს]. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ [წაიკითხე მათეს 15:8, 9]. ამ სტატიაში განხილულია, იწონებს თუ არა ღმერთი ყველა რელიგიას [უჩვენე მე-9 გვერდზე მოცემული სტატია]“.
გამოიღვიძეთ! თებერვალი
„დედამიწის ყველა თავისებურება იმაზე მიუთითებს, რომ ის საცხოვრებლად არის შექმნილი. როგორ ფიქრობთ, შემთხვევით გაჩნდა დედამიწა თუ ის შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს? [დაელოდე, გიპასუხოს]. ბევრი ეთანხმება ამ ბიბლიურ მუხლს [წაიკითხე ფსალმუნის 104:24]. ამ ჟურნალში მოყვანილია მეცნიერული და ბიბლიური მტკიცებები იმისა, რომ დედამიწას შემოქმედი ჰყავს“.