როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 იანვარი
„როგორ ფიქრობთ, უკეთესი პირობები იქნებოდა მსოფლიოში, თუ ყველა გაითვალისწინებდა ამ ბიბლიურ პრინციპს? [წაიკითხე რომაელების 12:18 და დაელოდე, გიპასუხოს.] დაფიქრებულხართ, რატომ ეუბნებოდა ზოგჯერ ღმერთი თავის ხალხს ძველად, რომ ეომათ? ეს სტატია ბიბლიიდან სცემს პასუხს ამ კითხვას [აჩვენე სტატია, რომელიც მე-13 გვერდზე იწყება]“.
გამოიღვიძეთ! იანვარი
წაიკითხე საქმეების 17:31 ა და უთხარი: „განკითხვის დღის ხსენებაზე ბევრს შიშის გრძნობა ეუფლება. თქვენც გეშინიათ ამ დღის? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიიდან ვიგებთ, რომ განკითხვის ანუ სასამართლოს დღე მრავალ კურთხევას მოიტანს დედამიწაზე. ეს საკითხი ამ სტატიაშია ახსნილი [უჩვენე სტატია, რომელიც მე-10 გვერდზე იწყება]“.
საგუშაგო კოშკი 1 თებერვალი
„ბევრს იმედი აქვს, რომ ზეცაში წავა, როცა მოკვდება. თქვენც გჯერათ ამის? [დაელოდე, გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ ბიბლიის თვალსაზრისს, თუ სად მიიღებს ჯილდოს მართალი ადამიანების უმრავლესობა [წაიკითხე ფსალმუნის 37:29]. ამ ჟურნალში ბიბლიის საფუძველზე ახსნილია, თუ ვინ წავა ზეცაში და რას გააკეთებენ იქ ისინი“.
გამოიღვიძეთ! თებერვალი
„დღეს განქორწინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თქვენი აზრით, ბევრი ნაჩქარევად ხომ არ იღებს გადაწყვეტილებას? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იგავების 14:15] ამ ჟურნალში ყურადღება მახვილდება ოთხ საკითხზე, რომლებზეც უნდა დაფიქრდეს ცოლ-ქმარი, ვიდრე განქორწინებას გადაწყვეტს“.